62

გამომცხვარი ტეფტელები

62ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 3 კვერცხი
  • 350 გ ფქვილი
  • 250 გ არაჟანი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. სოდა

ინგრედიენტები ტეფტელისთვის:

  • 500 გ საქონლისა და ღორის ხორცის ფარში
  • 1 თავი ხახვი
  • 1 კბ ნიორი
  • 0,5 ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა
  • 1 ჩ.კ. ტომატის პიურე
  • 1 კვერცხი
  • მარილი
  • ზეთი

ამ ინგრედიენტებს შეგიძლიათ დაუმატოთ ყველი, ლორის ან ბეკონის ნაჭრებიც.

ტეფტელების მომზადება 

ფარშში ჩაახალეთ კვერცხი, დაუმატეთ გატარებული ხახვი და ნიორი, სანელებლები, მარილი და კარგად მოზილეთ.

გააკეთეთ 4-5 სმ დიამეტრის გუნდები და შეწვით ზეთიან ტაფაზე.

ტეფტელები შეაგერილეთ და ცოტა ხნით შედეთ საყინულეში. 

ცომის მომზადება

კვერცხი და არაჟანი ათქვიფეთ, დაუმატეთ სოდასთან, გამაფხვიერებელთან და მარილთან შეზავებული ფქვილი. ცომი უნდა გამოვიდეს ნაზი და ფუმფულა.

დადგით ცომი თბილ ადგილას 30 წუთის განმავლობაში. 

ცეცხლამძლე ჭურჭელს წაუსვით კარაქი ძირსა და კედლებზე. მოათავსეთ ცომი და დაახეხეთ ყველი. ჩაალაგეთ ტეფტელები. შეგიძლიათ დაალაგოთ რამდენიმე ნაჭერი ბეკონი ან ლორიც. გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!