46

შოკოლადის “სარდელები”

46ინგრედიენტები:

  • 100 გ ნაღების კარაქი
  • 100 გ შედედებული რძე
  • 2 ს.კ. კონიაკი
  • 5 ს.კ. კაკაო
  • 400 გ ნამცხვარი

მომზადება:

ნამცხვარი (ე.წ. პეჩენია😉 ) დატეხეთ  და დააბლენდერეთ, სანამ ფქვილის მსგავს მასად არ გარდაიქმნება.  ნამცხვრის ნაფხვენებს ბლენდერშივე შეურიეთ 3 ს.კ. კაკაო.

ნაღების კარაქი დაარბილეთ (ანთებულ გაზქურასთან დადეთ 20-25 წუთი) და კონიაკთან ერთად მიქსერით შეათქვიფეთ შედედებულ რძეს.

ნამცხვრის ნაფხვენები და შედედებული რძე შეაზილეთ ერთმანეთს. ხელით “გამოძერწეთ” კარტოფილები ან ბურთულები და შედგით საყინულეში 10 წუთით.

მზა “სარდელები” ამოავლეთ დარჩენილ კაკაოში და გააფორმეთ.

გემრიელად მიირთვით!