61

ფუნთუშა პომიდვრით და ყველით

61

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 700-800 გ ფქვილი
  • 200 მლ ანადუღარი თბილი წყალი
  • 10 გ საფუარი
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი

გულსართი:

  • 4 დიდი პომიდორი
  • 150 გ ფეტა
  • 3 კბ ნიორი
  • 5-6 ღერი კამა
  • მარილი

გარდა ამისა, დაგჭირდებათ 400 მლ ზეთი ფუნთუშების შესაწვავად.

მომზადება:

პომიდორი დაჭერით რგოლებად, ფეტა დასრისეთ ჩანგლით, ნიორი დანაყეთ, კამა დაჭერით. ფეტა, ნიორი და კამა გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში და აურიეთ. 

ანადუღარ თბილ წყალში შეურიეთ მარილი, შაქარი და საფუარი. გააჩერეთ 8-10 წუთი. ჯამში ჩაყარეთ 600 გ ფქვილი და შუაში ჩააღრმავეთ (დანარჩენი ფქვილი ცომის ამოსაზელად და გასაბრტყელებლად არის საჭირო). ჩაასხით საფუარიანი წყალი, ჩაახალეთ კვერცხი, დაუმატეთ ზეთი და მოზილეთ რბილი ცომი.

ცომიანი ჯამი დადგით  ასაფუებლად თბილ ადგილზე 2 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ ჯამში ჩაამატეთ ფქვილი და ამოაგუნდავეთ.

ცომი გაყავით ორ ნაწილად, ფქვილიან დაფაზე გააბრტყელეთ თხელ ფენად ერთი ნაწილი. დაალაგეთ პომიდვრის რგოლები ისე, რომ მათ შორის დაშორება 3 სმ მაინც იყოს. თითოეულ პომიდორზე კოვზით დაალაგეთ გულსართი.

გააბრტყელეთ ცომის მეორე გუნდა და დააფარეთ პირველს.

შესაბამისი დიამეტრის ჭიქით ამოჭერით ფუნთუშები.

ფართო ტაფაზე დაასხით ზეთი და შეწვით ფუნთუშები ორივე მხრიდან.

როდესაც ფუნთუშები მზად იქნება, ამოალაგეთ ხელსახოცზე, რომ ზეთი მთლიანად ჩამოიწუროს.

ფუნთუშები შეიძლება აირღუმელშიც გამოაცხოთ ზეთის გარეშე.

გემრიელად მიირთვით!