59

ნამცხვარი თხილით

59ინგრედიენტები ბისკვიტისთვის:

  • 200 გ ფქვილი
  • 120 გ კარაქი
  • 5 ს.კ. ყავისფერი შაქარი

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • 100 გ ნაღების კარაქი
  • 3 ს.კ. ყავისფერი შაქარი
  • 300 მლ მოხარშული შედედებული რძე

ასევე დაგჭირდებათ:

  • 150 გ რძიანი შოკოლადი
  • 30 გ თხილი

მომზადება:

კვადრატული ფორმის (23/23) ცეცხლგამძლე ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი.

ფქვილში ჩააჭერით კარაქი, დაუმატეთ შაქარი, ხელით დასრისეთ და შემდეგ ერთ გუნდად შეკარით. გადააფარეთ ცელოფანი და 30 წუთით შედგით მაცივარში.

გააბრტყელეთ ცომი და დაჩხვლიტეთ ჩანგლით, რათა ცხობის პროცესში არ ამოიბეროს.

გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 15-17 წუთის განმავლობაში.

მოამზადეთ კრემი: ალუმინის ჯამში მოათავსეთ კარაქი, შაქარი და მოხარშული შედედებული რძე. დადგით ორთქლზე (დაბალ ტემპერატურაზე) და ურიეთ ადუღებამდე. ამის შემდეგ კიდევ ადუღეთ 5 წუთი.

კრემი შეაგრილეთ და წაუსვით ბისკვიტს. მოაყარეთ მოხალული (სასურველია კანგაცლილი) თხილი.

ბოლოს ნამცხვარს მოასხით ორთქლზე დამდნარი შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!