49

კარტოფილის ბურთულები ყველით

49

ინგრედიენტები:

  • 600 გ კარტოფილი
  • 6-7 სკ. რძე
  • 20 გ კარაქი
  • ზღვის მარილი
  • 200 გ მოცარელა
  • 2 კვერცხი
  • 150 გ საფანელი
  • 0,5 ჩ.კ. წიწაკა
  • 0,5 ლ ზეთი

მომზადება: 

კარტოფილი გათლეთ და მოხარშეთ.

მოხარშულ კარტოფილს დაუმატეთ რძე, კარაქი და მარილი. მოამზადეთ პიურე და შეაგრილეთ.

კვერცხები ჩაახალეთ ჯამში, შეაზავეთ წიწაკით. 

პიურესგან გააკეთეთ  ბურთულები. თითოეული მათგანი ჩააღრმავეთ და მოათავსეთ მათში ყველის პატარა ნაჭერი და ისევ დაამრგვალეთ.

ღრმა ქვაბში ჩასხით ზეთი და წამოადუღეთ.

ბურთულები ჯერ ამოავლეთ კვერცხში, შემდეგ საფანელში. ჩაყარეთ მდუღარე ზეთში და დაბრაწეთ (1-2 წუთი საკმარისია).

ბურთულები ქაფქირით ამოალაგეთ ქაღალდზე, რათა ზეთი ჩამოიწუროს.

გემრიელად მიირთვით!