51

იტალიური კატლეტები ბეკონით

51

ინგრედიენტები:

  • 1 კგ საქონლის ფარში
  • 2 თავი ხახვი
  • 5 კბ ნიორი
  • პურის 3 საშუალო ზომის ნაჭერი
  • 300 გ ყველი (სასურველია რიკოტა)
  • 200 გ ბეკონის თხელი ნაჭრები
  • 1 კვერცხი
  • 2 ს.კ. გახეხილი პარმეზანი
  • 1 ლიმონის გახეხილი ცედრა
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 3 ღერი ბაზილიკი
  • 2 ღერი ოხრახუში
  • მარილი
  • ახლადდაფქვილი შავი პილპილი

მომზადება:

ხახვი და ნიორი გაარჩიეთ, დაჭერით წვრილად; ოხრახუში და ბაზილიკი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით. პურს მოაჭერით კანი, გული კი წვრილად დაფშვენით (სასურველია იყოს წინა დღის პური).

ტაფაზე დაასხით ზეთი, გაახურეთ, დაყარეთ ხახვი და მოშუშეთ. 5 წუთში დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. 3-4 წუთში გაზქურა გამორთეთ და ხახვი შეაგრილეთ.

რიკოტა დასრისეთ ჩანგლით, შეურიეთ პურის ნაფშვენებს, გახეხილ პარმეზანს, ლიმონის ცედრას, კვერცხსა და დაჭრილ მწვანილს. დაამატეთ საქონლის ფარში, მოშუშული ხახვი, კვერცხი, პილპილი, მარილი და კარგად აზილეთ. მიღებული მასა შედგით მაცივარში 1 საათის განმავლობაში.

გაცივებული ფარშისგან მოამზადეთ კატლეტები, თითოეულს შემოახვიეთ 2-2 ნაჭერი ბეკონი.

ბეკონიანი კატლეტები მჭიდროდ ჩაალაგეთ ცხიმწასმულ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში 17-20 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!