56

ნაყინი “სენდვიჩი”

56ინგრედიენტები:

  • 380 გ ფქვილი
  • 80 გ კაკაოს ფხვნილი
  • 300 გ ნაღების კარაქი
  • 200 გ შაქარი
  • 2 კვერცხის გული
  • მწიკვი მარილი და ვანილი
  • 1 კგ ვანილის ნაყინი (პლომბირი)

მომზადება:

გაახურეთ აირღუმელი 175 გრადუსამდე. ცეცხლგამძლე ჭურჭელს დააფარეთ საცხობი ქაღალდი.

ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, მარილი და კაკაო. ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი. შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი, შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ კაკაოიანი ფქვილი და მოზილეთ ხის კოვზით. 

თუ ცომი ძალიან რბილი გამოვა, შემოახვიეთ პოლიეთილენის პარკი და შედგით მაცივარში დაახლოებით 30 წუთი – სანამ შედარებით იოლი გასაბრტყელებელი არ გახდება.

ცომი გაყავით ორ ნაწილად, გააბრტყელეთ და დაჭერით მართკუთხედებად. დაალაგეთ წინასწარ გამზადებულ ცეცხლგამძლე ფორმაზე და გამოაცხვეთ 15-17 წუთის განმავლობაში დაბალ ტემპერატურაზე. სულ  24 ნაჭერი უნდა გამოგივიდეს.

ბისკვიტები გააცივეთ.

ცეცხლგამძლე ჭურჭლის ზომის ლანგარზე გადმოიტანეთ შერბილებული ნაყინი და ხის კოვზით თანაბრად გაანაწილეთ. ნაყინიანი ლანგარი შედეთ საყინულეში.

როდესაც ნაყინი ისევ გამაგრდება, გამოიღეთ საყინულიდან და ბისკვიტის ტრაფარეტის გამოყენებით დაჭერით თანაბარი ზომის 12 ნაჭრად.

ნაყინის ნაჭრები მოათასეთ ბისკვიტზე და ზემოდან დაახურეთ მეორე ბისკვიტი. თითოეული სენდვიჩი გაახვიეთ საცხობ ქაღალდში ან ალუმინის ფოლგაში და შეინახეთ საყინულეში.