1

ბეკონთან და ყველთან ერთად გამომცხვარი კარტოფილი

1

ინგრედიენტები:

  • 4 დიდი კარტოფილი
  • 8 ბეკონის თხელი ნაჭერი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კბ ნიორი
  • 10 გ არაჟანი
  • 100 გ ყველი ჩედარი
  • მარილი
  • შავი პილპილი
  • ზეითუნის ზეთი

მომზადება:

გაახურეთ აირღუმელი 220 გრადუსზე, ცეცხლგამძლე ჭურჭელს დააფარეთ ალუმინის ფოლგა.

კარტოფილი კარგად გარეცხეთ, 5-6 ადგილას დაჩხვლიტეთ ჩანგლით. ჩაყარეთ ჯამში, მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი.

კარტოფილი დაალაგეთ ალუმინის ფოლგაზე, ზემოდანაც დაახურეთ ფოლგა და თავი მოუკარით. გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახაურებულ აირღუმელში 50-60 წუთის განმავლობაში.

სანამ კარტოფილი აირღუმელშია, დაჭერით ბეკონი და შებრაწეთ. დარჩენილ ცხიმში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დაამატეთ დაჭრილი ნიორი და კიდევ გააჩერეთ ცეცხლზე 2-3 წუთით.

როდესაც კარტოფილი შეგრილდება, გაჭერით შუაზე, ამოუღეთ გული კოვზით.

კარტოფილის გული დასრისეთ, შეურიეთ მოშუშული ხახვი, ნიორი, ბეკონი, არაჟანი, გახეხილი ჩედარის ნახევარი, მარილი და შავი პილპილი.

დაალაგეთ კარტოფილი ცეცხლგამძლე ჭურჭელზე, შეავსეთ გულსართით და ზემოდან მოაყარეთ ყველის მეორე ნახევარი. გამოაცხვეთ კიდევ 15-20 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!