47

ხორცი მსხლის მარინადში

47საქონლის ხორცი მსხლის მარინადში საკმაოდ პოპულარული კერძია ჩინეთში.

ინგრედიენტები:

  • 400 გ საქონლის ხორცი
  • 1 თეთრი ხახვი
  • 3 კბ ნიორი
  • 1 წითელი ტკბილი წიწაკა
  • 1 მწვანე ტკბილი წიწაკა
  • ზეითუნის ზეთი

მარინადის ინგრედიენტები:

  • 1 ტკბილი მსხალი
  • 5 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 1 მწარე წითელი წიწაკა
  • 3-4 კბ ნიორი

მომზადება:

 საქონლის ხორცი თხლად დაჭერით.  მსხალი გახეხეთ, შეურიეთ სოიოს სოუსი და დასრესილი ნიორი. მიღებული ნარევი მოასხით ხორცის ნაჭრებს და შედგით მაცივარში მინიმუმ 2-3 საათის განმავლობაში. 

ბულგარული წიწაკა და ხახვი დაჭერით დიდ ნაჭრებად და მოშუშეთ 4 ს.კ. ზეითუნის ზეთში. 2-3 წუთში ბოსტნეული გადაიღეთ ცალკე ჭურჭელში. იმავე ტაფაზე დაამატეთ კიდევ 4 ს.კ. ზეთი, გაახურეთ ტაფა, დაყარეთ დაჭრილი ნიორი და შეწვით 1 წუთის განმავლობაში.

ნივრიან ტაფაზე დააამატეთ საქონლის ხორცი (მარინადიანად) და მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე. პირველი 10 წუთის განმავლობაში ტაფა თავდახურული უნდა იყოს, შემდეგი 15 წუთი კი თავღია. ხორცს ხშირად მოურიეთ.

როდესაც ხორცი შეიწვება, გადაიტანეთ ბოსტნეულიან ჯამში და ფრთხილად აურიეთ. თუ აუცილებელია, დაამატეთ მარილი (სოიოს სოუსი საკმაოდ მლაშეა და ჩვეულებრივ, მარილის დამატება აღარ სჭირდება).

გემრიელად მიირთვით!