41

ბრინჯის ბურთულები ყველით

41ინგრედიენტები:

  • 300 გ ბრინჯი
  • 120 გ მაგარი ყველი
  • 200 მლ ქათმის ბულიონი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კბ ნიორი
  • 150 გ საფანელი
  • 150 გ ფქვილი
  • 2 კვერცხი

მომზადება:

ბრინჯი მოხარშეთ მარილიან წყალში.

ხახვი და ნიორი დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ნაღების კარაქში. როდესაც ხახვი ოდნავ შეწითლდება, დაამატეთ ბრინჯი, ბულიონი და გააგრძელეთ მოშუშვა (დაბალ ტემპერატურაზე), სანამ სითხე მთლიანად არ ამოშრება. ამის შემდეგ დაამატეთ ყველი და კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

მიღებული ნარევი გადმოდგით გაზქურიდან და შეაგრილეთ.

ათქვიფეთ კვერცხი. სველი ხელებით გააკეთეთ ბრინჯის ბურთულები – ჯერ ამოავლეთ კვერცხში, შემდეგ ფქვილში, შემდეგ ისევ კვერცხში და ბოლოს – საფანელში. ჩაალაგეთ ბურთულები ფართო ჭურჭელში და შედგით მაცივარში 1 საათის განმავლობაში.

ქვაბში ჩაასხით ზეთი 2-3 სანტიმეტრზე, წამოადუღეთ, ჩაყარეთ ყველიანი ბრინჯის ბურთულები და დაბრაწეთ.

ბურთულები ზეთში 2 წუთზე მეტხანს არ გააჩეროთ.

გემრიელად მიირთვით!