55

ძეხვთან და ყველთან ერთად გამომცხვარი სპაგეტი

55ინგრედიენტები:

  • 350 გ სპაგეტი
  • 300 გ ძეხვი (უმჯობესია “სალამი”)
  • 150 გ ლორი
  • 3 პომიდორი
  • 150 გ პარმეზანი
  • 250 გ მოცარელა (ან სულგუნი)
  • 6 კვერცხი
  • მარილი

მომზადება:

სპაგეტი მოხარშეთ მარილიან წყალში, გადაიტანეთ თუშფალანგზე, დაასხით ცივი წყალი და კარგად გადაწურეთ.

ძეხვი და ლორი დაჭერით თხელ, 2-3 სმ სიგრძის ნაჭრებად. დაყარეთ ცხიმიან ტაფაზე და ოდნავ შებრაწეთ.

მოცარელა (ან სულგუნი) დაჭერით 0,5 სმ სისქის ნაჭრებად, პომიდორი გათალეთ და დაჭერით წვრილად; კვერცხი ათქვიფეთ.

ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩაასხით ზეთი, გადაანაწილეთ და კედლებზეც წაუსვით. გადაიტანეთ სპაგეტის ნახევარი და გაანაწილეთ.

ცეცხლგამძლე ჭურჭელზე მოთავსებულ სპაგეტის მოასხით ათქვეფილი კვერცხის ნახევარი, შემდეგ პომიდვრის ნახევარი. მოაყარეთ შებრაწული ლორისა და ძეხვის ნაჭრები (ძეხვის ნაჭრების ნაწილი დაიტოვეთ ზემოდან მოსაყრელად); შემდეგ ისევ  პომიდორის ფენა, დარჩენილი სპაგეტი და კვერცხი.

ბოლოს მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი, გააფორმეთ ძეხვის თხელი ნაჭრებით და შედგით 180 გრადუსზე გამოსაცხობად. 20-25 წუთში სპაგეტის “ნამცხვარი” მზად არის.

რჩევა: თუ პარმეზანის ფენა სწრაფად ყავისფრდება, ცეცხლგამძლე ჭურჭელს ზემოდან გადააკარით ფოლგა.

გემრიელად მიირთვით!