2

ყველიანი ბურთულები

2ინგრედიენტები:

  • 120 გ ნაღბის კარაქი
  • 160 გ ფქვილი
  • 100 გ გახეხილი პარმეზანი
  • 100 გ ფეტა
  • 4 კვერცხი
  • მარილი
  • პილპილი
  • 400 მლ ზეთი ფრიტურისთვის

მომზადება:

ქვაბში ჩადეთ კარაქი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაუმატეთ 250 მლ წყალი. დადგით დაბალ ტემპერატურაზე და მუდმივად ურიეთ, სანამ კარაქი არ გადნება.

ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი. ისევ დადგით გაზქურაზე (ძალიან დაბალ ტემპერატურაზე) და ურიეთ, სანამ ცომი ერთგვაროვანი არ გახდება და ქვაბის კედლებს იოლად მოსცილდება. ჩვეულებრივ, 3-4 წუთი საკმარისია.

მოხარშული ცომი გადაიღეთ ჯამში, დაუმატეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველი და აურიეთ. ჩაახალეთ ერთი კვერცხი და კარგად მოურიეთ,  შემდეგ დაამატეთ დანარჩენი კვერცხები და მუდმივად ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

შედგით ყველიანი ცომი მაცივარში 30 წუთის განმავლობაში.

ღრმა ქვაბში საშუალო ტემპერატურაზე აადუღეთ ზეთი. ჩაის კოვზით ამოიღეთ ცომი, გააკეთეთ პატარა ბურთულები და 4-5 პარტიად შეწვით შეწითლებამდე.

გემრიელად მიირთვით!