100_0453

მაფინი თხილით

100_0453

ინგრედიენტები: 

  • 2 კვერცხი
  • 120 გ შაქარი
  • 180 გ ფქვილი
  • 3 ს.კ. კაკაო
  • 1,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 100 მლ არაჟანი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 5 ს.კ. ზეთი
  • 100 გ თხილი
  • მწიკვი მარილი

მომზადება: 

თხილის ნახევარი მოხალეთ, შეაგრილეთ და წვრილად დაჭერით, შემდეგ დანაყეთ ან დააქუცმაცეთ ბლენდერში.

ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო კარგად აურიეთ კოვზით.  

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. ნელ-ნელა შეათქვიფეთ არაჟანი, სოდა, მარილი და ზეთი. დაამატეთ ფქვილისა და კაკაოს ნარევი და კარგად აურიეთ ხის კოვზით.

ფორმებში ჩააფინეთ მაფინის საცხობი ქაღალდი ან უბრალოდ პერგამენტი. თითოეულში გადაიტანეთ ცომი სუფრის კოვზით, შემდეგ მოაყარეთ დაქუცმაცებული თხილი, შემდეგ ისევ კოვზით დაამატეთ ცომი.

თითოეულ მაფინზე ზემოდან დააწყვეთ 5-6 თხილი და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 18-20 წუთის განმავლობაში. როდესაც მაფინი გამოცხვება, ოდნავ შეაგრილეთ და თხილებს ხელით მოაშორეთ კანი. 

რჩევა: ფორმა ცომით არ უნდა შეივსოს 2/3-ზე მეტად. თუ სილიკონის ფორმა გაქვთ, საცხობი ქაღალდი აღარაა საჭირო🙂

გემრიელად მიირთვით!

100_0388