72

ქათმის ფილე თაფლით და ლიმონით

72ინგრედიენტები:

  • 1 კგ ქათმის ფილე
  • 200 გ ფქვილი
  • 2 ს.კ. სიმინდის ფქვილი
  • 60 მლ ზეითუნის ზეთი
  • 3 ს.კ. თაფლი
  • 1 ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ. ლიმონის ცედრა
  • მარილი
  • შავი პილპილი

მომზადება

სოუსის მოსამზადებლად ჯამში ათქვიფეთ ზეითუნის ზეთი და თაფლი ახლად გამოწურული ლიმონის წვენთან, მარილთან და პილპილთან ერთად.

ქათმის ფილე დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩაალაგეთ პოლიეთილენის პაკეტში, ჩაამატეთ სოუსი, კარგად მოუკარით თავი და ხელით შეაზილეთ.

მარინადი შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათის განმავლობაში.

ჯამში მოათავსეთ ფქვილი, სიმინდის ფქვილი, 1 ს.კ. ცედრა, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ.

გააცხელეთ დიდი ტაფა, მოასხით ზეთი და მიიყვანეთ ადუღებამდე.

სოუსიდან ახლად ამოღებული ქათმის ნაჭრები სათითაოდ ამოავლეთ ფქვილში და შეწვით პორციებად საშუალო ტემპერატურაზე. პოლიეთილენის პაკეტში დარჩენილი სოუსი შეინახეთ.

ბრინჯი მოხარშეთ მარილიან ქათმის ბულიონში (შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის ბულიონის ბრიკეტები).

მოხარშული ბრინჯი გადაიტანეთ თუშფალანგზე და კარგად გაწურეთ. გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და დაამატეთ ბრინჯი. ზემოდან დაასხით ქათმის მარინადიდან მორჩენილი ზეთის ნარევი და კარგად მოურიეთ. 4-5 წუთში ბრინჯი მზადაა.

ბრინჯი გადაიტანეთ თეფშზე, ზემოდან დაალაგეთ შემწვარი ქათმის ფილეს ნაჭრები.

გემრიელად მიირთვით!