52

პომიდვრის სალათი კორეულად

52ინგრედიენტები:

  • 1 კგ პომიდორი
  • 2 წითელი ტკბილი წიწაკა
  • 2 კბ ნიორი
  • 2 მწარე წითელი წიწაკა
  • 50 გ მწვანილი ( მწვანე ქინძი, ოხრახუში)
  • 50 გ ძმარი
  • 5 ს.კ. ზეთი
  • 30 გ შაქარი
  • 2 ს.კ. მსხვილი მარილი

მომზადება:

მოამზადეთ მარინადი: მწვანილი დაჭერით წვრილად; ნიორი, ტკბილი და მწარე წიწაკები  გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

გატარებულ ნიორსა და წიწაკას დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი, შაქარი და მარილი. მოასხით ძმარი, ზეთი და კარგად აურიეთ ხის კოვზით. შედგით მაცივარში 30 წუთი.

პომიდვრები დაჭერით 6 ნაწილად.

ჩაალაგეთ შუშის ჭურჭელში პომიდვრის ნაჭრები, ზემოდან მოასხით ცივი მარინადი, შემდეგ ისევ პომიდვრის ნაჭრები და მარინადი.

მარინადიანი პომიდორი შედგით მაცივარში. 8 საათში კორეული პომიდვრის სალათი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!