69

პომიდორი ყველიან ცომში

69ინგრედიენტები:

  • 3 საშუალო ზომის პომიდორი
  • 150 გ მაგარი ყველი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. მაიონეზი ან არაჟანი
  • 3 ს.კ. ფქვილი
  • მარილი
  • პილპილი
  • ზეთი
  • 2-3 ღერი ოხრახუში

მომზადება:

პომიდორი გათლეთ და დაჭერით რგოლებად;

ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. დაუმატეთ კვერცხი, მაიონეზი, ფქვილი, პილპილი და კარგად აურიეთ.

ფართო ტაფაზე დაასხით ზეთი და გაახურეთ.

პომიდვრის ნაჭრები ამოავლეთ კვერცხიან-ყველიან ნარევში და შეწვით ორივე მხრიდან.

დაბრაწული პომიდვრები ამოალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ზეთი კარგად ჩამოიწუროს. მოაყარეთ ოხრახუშის ფოთლები და გემრიელად მიირთვით!