68

კიტრისა და მდნარი ყველის სოუსი

68ინგრედიენტები:

1 კიტრი

100 გ მდნარი ყველი

2 კბ ნიორი

4 ს.კ. არაჟანი

3 ღერი კამა

მომზადება:

კიტრი გახეხეთ და ხელით მსუბუქად გამოწურეთ წვენი. კამა დაჭერით წვრილად.

ჯამში მოათავსეთ მდნარი ყველი და არაჟანი, დაუმატეთ დანაყული ნიორი, გახეხილი კიტრი, წვრილად დაჭრილი კამა და კარგად ათქვიფეთ.

ამ სოუსით შეგიძლიათ შეაზავოთ სალათები, გამოიყენოთ აირღუმელში გამომცხვარი კარტოფილის გულსართად ან უბრალოდ გადაუსვათ გახუხულ პურს😉

გემრიელად მიირთვით!