39

ცხელი ბუტერბროდი

39

ინგრედიენტები ( 4 პორციისთვის):

  • 4 ფუნთუშა/პატარა მრგვალი პური
  • 8 ნაჭერი ბეკონი
  • 100 გ ყველი
  • 4 კვერცხი
  • 4 პატარა მჟავე კიტრი
  • 20 გ კარაქი
  • შავი პილპილი
  • სალათის ფურცლები და კამა (ან/და ოხრახუში) გასაფორმებლად

მომზადება:

პურებს მოაჭერით ზედა ნაწილი, ამოუღეთ გული და ძირზე წაუსვით კარაქი.

გახეხეთ ყველი,  ბეკონის ნაჭრები დაჭერით პატარა ნაჭრებად, წვრილად დაჭერით მჟავე კიტრიც. ინგრედიენტები გაყავით ოთხ ნაწილად და მოათავსეთ ფუნთუშებში – ჯერ გახეხილი ყველი, შემდეგ მჟავე კიტრი და ბოლოს ბეკონი.

მომზადებული ფუნთუშები შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში.

5-6 წუთში თითოეულ ფუნთუშაში ჩაახალეთ თითო კვერცხი და ისევ შედგით აირღუმელში. 2 წუთში ცხელი სენდვიჩი მზადაა.

თეფშზე დააწყვეთ სალათის ფურცლები და დაალაგეთ ბუტერბროდები.  მოაყარეთ შავი პილპილი და დაჭრილი მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!