ინგრედიენტები:
- 300 გ შვრიის ფანტელი
- 40 გ ქიშმიში
- 250 მლ კეფირი
- 3 ს.კ. თაფლი
- 10 გ ნაღების კარაქი
- ვანილი
- დარიჩინი
მომზადება:
კეფირი ჩაასხით ჯამში და 40 წუთის განმავლობაში ჩაალბეთ შვრიის ფანტელი.
ქიშმიშს გადაავლეთ ადუღებული წყალი. კარაქი გაადნეთ.
40 წუთის გასვლის შემდეგ კეფირიან შვრიის ფანტელს დაუმატეთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი: ქიშმიში, თაფლი, ვანილი, გამდნარი კარაქი და დარიჩინი (დანის წვერით);
ცეცხლგანძლე ჭურჭელზე დააფინეთ პერგამენტი. კოვზით დაალაგეთ შვრიის ნარევი და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში.
ქიშმიშის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ჩირი. მაგალითად ქლიავის, ატმის, ვაშლის და სხვ.
გემრიელად მიირთვით!