70

ნაგეთსი ჩიფსით

70ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილეს 2 ნაჭერი
  • 1 ჩ.კ. ოხრახუში
  • 0,5 ჩ.კ. წითელი წიწაკა
  • 2 კბ ნიორი
  • 2 კვერცხი
  • 50 გ კარტოფილის ჩიფსი
  • ფქვილი
  • საფანელი
  • მარილი

მომზადება: 

ქათმის ფილე გარეცხეთ და ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ. დაჭერით 2-3 სანტიმეტრის თხელ ნაჭრებად.

ქათმის ფილეს ნაჭრებს მოაყარეთ შავი პილპილი და ორივე მხრიდან გადაუსვით დანაყული ნიორი.

კარტოფილის ჩიფსები მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტში და დაფშვენით. გადმოიღეთ თეფშზე, შეურიეთ საფანელი, წითელი წიწაკა და მარილი. ასევე შეურიეთ ძალიან წვრილად დაჭრილი 2 ღერი ოხრახუში.

კვერცხი მოთქვიფეთ; თეფშზე დაყარეთ ფქვილი.

ქათმის ნაჭრები ამოავლეთ კვერცხში, შემდეგ ფქვილში, შემდეგ ისევ კვერცხში და ბოლოს საფანელისა და ჩიფსის ნარევში.

ღრმა ქვაბში ჩასხით ზეთი 2-3 სანტიმეტრზე, წამოადუღეთ და ჩაყარეთ ნაგეთსები მცირე პარტიებად.

ნაგეთსის შეწვას მხოლოდ 3-4 წუთი სჭირდება🙂

გემრიელად მიირთვით!