76

სოუსი “ბერ ბლანი”

76ინგრედიენტები:

  • 200 გ ნაღების კარაქი
  • 80 მლ თეთრი მშრალი ღვინო
  • 30 მლ თეთრი ღვინის ძმარი
  • 20 მლ ახლადგამოწურული ლიმონის წვენი
  • ახლად დაფქული წიწაკა
  • 1 თეთრი ხახვი (ან მწვანე ხახვის თეთრი ნაწილი)
  • მარილი

მომზადება:

ხახვი დაჭერით წვრილად, გადაიტანეთ პატარა ქვაბში. დაუმატეთ თეთრი ღვინო, ძმარი და ლიმონის წვენი. დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში, სანამ სითხის დიდი ნაწილი არ აორთქლდება.

ნაღების კარაქი დაჭერით პატარა კუბებად და ნელ-ნელა ჩაყარეთ ხახვიან ქვაბში და მუდმივად ურიეთ. ყოველი მომდევნო ნაჭერი მას შემდეგ უნდა ჩააგდოთ, რაც წინა ნაჭერი გადნება.

კარაქი უნდა გაადნოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. როდესაც ბოლო ნაჭერსაც ჩააგდებთ, კიდევ 2-3 წუთი გააჩერეთ გაზქურაზე და გადმოდგით.

სოუსი გადაიტანეთ სასოუსეში, შეაზავეთ მარილით და ახლად დაფქული წიწაკით.

ბერ ბლანი ფრანგული სამზარეულოს სიამაყეა. მას მეორენაირად უბრალოდ “თეთრ სოუსსაც” უწოდებენ. ძირითადად თევზთან და ზღვის პროდუქტებთან ერთად მიირთმევენ.

P.S. გემრიელი სოუსის მოსამზადებლად აუცილებელია ხარისხიანი ნატურალური კარაქი. ცხიმის ოპტიმალური შემცველობა – 82%. 

One thought on “სოუსი “ბერ ბლანი””

Comments are closed.