99

ფარშირებული თხელი ლავაში

99ინგრედიენტები:

  • 4 თხელი ლავაში
  • 200 გ ბრინჯი
  • 100 გ მდნარი ყველი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კბ ნიორი
  • 1 ს.კ. ტომატის პიურე
  • 500 გ საქონლის ფარში
  • 1 პომიდორი
  • 160 მლ წყალი
  • 0,5 ჩ.კ. ხმელი ქინძი

ინგრედიენტები სალათისთვის: 

  • 1 კიტრი
  • 1 პომიდორი
  • 100 გ გაუდა
  • 0,5 ჩ.კ. ხმელი ბაზილიკი
  • ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. თეთრი ღვინის ძმარი
  • მარილი

სალათის მომზადება:

კიტრი, პომიდორი და გაუდა დაჭერით პატარა ნაჭრებად, მოაყარეთ ხმელი ბაზილიკი (ან რეჰანი), შეაზავეთ ზეითუნის ზეთით, ძმრით და მარილით.

გულსართის მომზადება:

მოხარშეთ ბრინჯი მარილიან წყალში; პომიდორი დაჭერით წვრილად.

ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი და მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი საშუალო ცეცხლზე. დაუწიეთ ტემპერატურა, დაამატეთ ფარში, 80 მლ წყალი, ღვინის ძმარი და კარგად მოურიეთ. ტაფას თავი დაახურეთ და დატოვეთ ცეცხლზე 8-10 წუთი. ხშირად ურიეთ. დაამატეთ ტომატი, დანაყილი ნიორი, ხმელი ქინძი, კიდევ 80 მლ წყალი და გააგრძელეთ მოშუშვა, სანამ სითხე თითქმის მთლიანად არ ამოშრება.

როდესაც ხორცი მზად იქნება, შეურიეთ მდნარი ყველი, ბრინჯი, დაჭრილი პომიდორი. დაამატეთ პილპილი და მარილიც, თუ საჭიროა.

ლავაშის კიდეზე, მთელ სიგრძეზე დადეთ შეზავებული ფარში, გადაახვიეთ და დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად.

გემრიელად მიირთვით კიტრისა და პომიდვრის სალათთან ერთად!