100_1364

სოსისისა და პომიდვრის სუპი

100_1364

ინგრედიენტები: 

  • 5 რძიანი სოსისი
  • 2 ტკბილი წიწაკა
  • 2 თავი ხახვი
  • 1 ს.კ. ნიგვზიანი აჯიკა
  • 1 დიდი კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 2 წვნიანი პომიდორი
  • 1 ლ წყალი ან ბულიონი
  • მარილი
  • 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 20 გ კარაქი
  • 3-4 ღერი ოხრახუში

მომზადება: 

ხახვი და ტკბილი წითელი წიწაკა დაჭერით თხელ ნაჭრებად; პომიდორი დაჭერით წვრილად; სოსისი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად. 

კარტოფილი და სტაფილო გათალეთ, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და მოხარშეთ 1 ლ წყალში ან ბულიონში (შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის ბულიონის ბრიკეტები).

ღრმა ქვაბში ჩაასხით ზეთი, ჩაყარეთ სოსისის ნაჭრები და შეწვით ორივე მხრიდან.

როდესაც სოსისი შეწითლდება, დაამატეთ დაჭრილი ხახვი და ტკბილი წიწაკა. მოშუშეთ საშუალო ტემპერატურაზე.

მოხარშული კარტოფილი და სტაფილო გადაიტანეთ ჯამში, დაამატეთ კარაქი, ნიგვზიანი აჯიკა და მოამზადეთ პიურე. ნელ-ნელა დაუმატეთ ბულიონი და კარგად მოურიეთ. მიღებული ნარევი ჩაასხით სოსისიან ქვაბში, დაუმატეთ დაფქვილი წითელი წიწაკა და წამოადუღეთ. 5 წუთში სუპი მზადაა.

სუპს თეფშზე მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და გემრიელად მიირთვით😉