japanese-diet

იაპონური დიეტა: 7 კილომდე 14 დღეში

14 დღის განმავლობაში იაპონური დიეტის წყალობით 6-7 კილოგრამი წონა იკარგება. მოკლე დროში ორგანიზმში დიდი ცვლილებები ხდება – რეგულირდება ნივთიერებათა ცვლა და  მისი სხვა რიტმზე გადაწყობა მიმდინარეობს.

დიეტის შემქმნელები გარანტიას იძლევიან, რომ შედეგი დიდხანს გაგრძელდება – მინიმუმ 1 წლის განმავლობაში მაინც, რა თქმა უნდა, თუ ნორმალური კვების რიტმი შენარჩუნდება. „ნორმალური“ კვების რიტმი კი დღეში ერთი ქათმის ჭამასა და სამი პურის დაყოლებას ნამდვილად არ გულისხმობს :)

პირველი დღე:

საუზმე: მწვანე ჩაი უშაქროდ;

სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, 30 გრამი ბრინჯი, კომბოსტოს სალათი ზეთით, ტომატის წვენი ან ერთი პომიდორი;

ვახშამი: მოხარშული თევზი, კომბოსტოს სალათი ზეთით.

მეორე დღე:

საუზმე: მწვანე ჩაი და ერთი ნაჭერი გახუხული პური;

სადილი: მოხარშული თევზი, 30 გრამი მოხარშული ბრინჯი;

ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ერთი ჭიქა კეფირი.

მესამე დღე:

საუზმე: მწვანე ჩაი უშაქროდ;

სადილი: უმი კვერცხი და 3 დიდი მოხარშული სტაფილოს სალათი ზეთით;

ვახშამი: 2-3 ვაშლი.

მეოთხე დღე

საუზმე: მწვანე ჩაი უშაქროდ;

სადილი: 100 გრამი ზეთში მოშუშული ბრინჯი და ოხრახუში, ერთი ვაშლი;

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 200 გრამი მოხარშული თევზის ხორცი, კომბოსტოს სალათი ზეთით.

მეხუთე დღე

საუზმე: ლიმნის წვენით შეზავებული უმი, გახეხილი სტაფილო;

სადილი: მოხარშული თევზი (400 გრამი), ერთი ჭიქა ტომატის წვენი;

ვახშამი: მოხარშული თევზი (200 გრამი), კომბოსტოს სალათი ზეთით.

მეექვსე დღე:

საუზმე: მწვანე ჩაი უშაქროდ;

სადილი: 400 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი;

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, სტაფილოს სალათი ზეთით.

მეშვიდე დღე

საუზმე: მწვანე ჩაი უშაქროდ;

სადილი: 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, 1 ვაშლი.

ვახშამი: ნებისმიერი დღის ვახშმის რაციონი მესამე დღის გარდა.

მეშვიდე დღის შემდეგ გაიმეორეთ დიეტა და შემდეგ შეგიძლიათ ნორმალურად იკვებოთ 1 წლის განმავლობაში.

რამდენიმე შენიშვნა:

იმ ორი კვირის განმავლობაში (და სასურველია შემდეგაც), ივახშმეთ 7 საათამდე და შემდეგ დილამდე არაფერი ჭამოთ;

სალათებისთვის სასურველია გამოიყენოთ ზეითუნის ზეთი (მაქსიმუმ ნახევარი ჩაის კოვზი პორციაზე);

გამოიყენეთ რაც შეიძლება ნაკლები მარილი და მთლიანად გამორიცხეთ შაქარი!