100

ვაშლის ნამცხვარი ჩირის ნაკრებით

100

ინგრედიენტები გულსართისთვის:

100 გ ჩირის ნაკლები (მოცხარი, ქიშმიში, გარგრის, შინდის, ქლიავის  ან რომელიმე სხვა ჩირი)

120 გ შაქარი

100 გ არაჟანი

100 გ ნიგოზი

2 ვაშლი

ვანილი

ინგრედიენტები ცომისთვის:

320 გ ფქვილი

130 გ კარაქი

2 კვერცხი

100 გ შაქარი

2 ს.კ. რძე

ვანილი

მარილი

მომზადება: 

მოამზადეთ ფხვიერი ცომი: კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად. დაამატეთ რძე, დარბილებული ან გამდნარი კარაქი, ვანილი და მარილი. ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი და მოზილეთ ხელით მკვრივი ცომი. 

ცომი დააგუნდავეთ და შეინახეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. 

ნიგოზი ოდნავ მოხალეთ და დააქუცმაცეთ ბლენდერში; ვაშლი გათალეთ და დაჭერით თხლად; არაჟანი ათქვიფეთ მიქსერით 100 გ შაქართან ერთად. 

ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გაყავით ორ ნაწილად (3/4 – 1/4). მოზრდილი ნაწილი გააბრტყელეთ, ჩააფინეთ ცეცხლგამძლე ფორმაში და დაჩხვლიტეთ.

რიგრიგობით დაალაგეთ თხლად დაჭრილი ვაშლი, გადაუსვით ყავისფერ შაქართან ერთად ათქვეფილი არაჟნის ნახევარი, მოაყარეთ ნიგოზი; შემდეგ ისევ ვაშლის ნაჭრები, არაჟნის კრემი, ნიგოზი, ჩირის მცირე ნაწილი. ზემოდან დააფინეთ ცომის ძალიან თხელი ფენა, დაჩხვლიტეთ ჩანგლით. ისევ მოაყარეთ დარჩენილი ჩირი.

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გამოაცხვეთ დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში.

ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრა და გემრიელად მიირთვით!