86

ქათმის ფილე სოკოთი და ნივრიანი სოუსით

86ინგრედიენტები:

500 გ ქათმის ფილე

200 გ ქამა სოკო

100 გ არაჟანი

150 გ მაიონეზი

4 კბ ნიორი

20 გ მწვანე ქინძი

1 პატარა სტაფილო

მომზადება:

ქათმის ფილე დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი და შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან.

სოკოც დაჭერით თხელ ნაჭრებად და მოხარშეთ ოდნავ მარილიან წყალში.

სოკო ამოალაგეთ ცალკე ჭურჭელზე, ბულიონი შეინახეთ.

1 ს.კ. სახამებელი გახსენით 3 -4 კოვზ სოკოს შეგრილებულ ბულიონში, დაამატეთ კიდევ 100 მლ ბულიონი და წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე, თან მუდმივად ურიეთ. 5 წუთის შემდეგ გადმოდგით გაზქურიდან და შეაგრილეთ.

მოამზადეთ სოუსი: მაიონეზი ათქვიფეთ, ნელ-ნელა დაუმატეთ ბულიონი, შეაზავეთ დასრესილი ნიორით. თუ საჭიროა, დაუმატეთ მარილიც. ჩაყარეთ მოხარშული სოკოს ნახევარი. 

სოკოს მეორე ნახევარი მოშუშეთ ცხიმიან ტაფაზე სტაფილოსთან ერთად 10 წუთის განმავლობაში.

ჭურჭელში ჩაასხით სოუსი, ჩააწყვეთ ქათმის ფილეს ნაჭრები, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ქინძი, ასევე მოშუშული სოკო და სტაფილო.

გემრიელად მიირთვით!