84

პური ყველისა და ნივრის გულსართით

84ინგრედიენტები:

1 მოგრძო პური

100 გ ყველი

100 გ ნაღების კარაქი

3-4 კბ ნიორი

30 გ ოხრახუში 

მომზადება:

გახეხეთ ყველი სახეხზე, დაჭყლიტეთ ნიორი, წვრილად დაჭერით ოხრახუში. აღნიშნული ინგრედიენტები გადაიტანეთ ჯამში და აზილეთ დარბილებულ ნაღების კარაქთან ერთად.

პური დაჭერით ირიბად, მაგრამ ქვედა ნაწილი არ დააზიანოთ.

გულსართი გაყავით იმდენ ნაწილად რამდენი ნაჭერიც გამოგივათ პურზე.

ამოავსეთ ჩაჭრილი ადგილები გულსართით.

მომზადებული პური გაახვიეთ ალუმინის ფოლგაში და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ აირღუმელში 15 წუთის განმავლობაში.

15 წუთის შემდეგ პურს ზედა მხრიდან მოხსენით ფოლგა და გააგრძელეთ ცხობა კიდევ 5 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!