111

ბანანის ოლადები

111

ინგრედიენტები:

350 გ ბანანი

60 მლ რძე

20 გ შაქარი

100 გ ფქვილი 

მწიკვი მარილი

1 კვერცხი

50 მლ ზეთი ოლადების გამოსაცხობად

4-5 ს.კ. თაფლი ან სიროფი

მომზადება:

ბლენდერში ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და მარილი. დაუმატეთ 300 გ დაჭრილი ბანანი და გააგრძელეთ თქვეფა.

კვერცხისა და ბანანის ნარევი გადმოიღეთ ჯამში და შეურიეთ ფქვილი. ცომი უნდა გამოვიდეს სქელი არაჟნის კონსისტენციის. 

ოლადები გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე, შეაგრილეთ. ოლადები გააფორმეთ დარჩენილი ბანანის ნაჭრებით და მოასხით თაფლი ან სიროფი.

გემრიელად მიირთვით!