82

სალათი ქათმის ღვიძლის პაშტეტით და მაიონეზით

82

ინგრედიენტები:

  • 300 გ კარტოფილი
  • 4 კვერცხი
  • 2 საშუალო ზომის სტაფილო
  • 150 გ ქათმის ან ინდაურის მზა პაშტეტი
  • 2-3 ღერი მწვანე ხახვი
  • 200 გ მაიონეზი
  • მარილი

მომზადება:

კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი მოხარშეთ;

მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად;

მოხარშული კვერცხი გააცივეთ და ისიც  წვრილად დაჭერით;

მაიონეზი გაყავით სამ ნაწილად.

მოხარშული კარტოფილი დახეხეთ (მსხვილი სახეხით) ლანგარზე, მოაყარეთ მარილი და გადაუსვით მაიონეზი;  შემდეგი ფენა იქნება დაჭრილი კვერცხი, პლუს მარილი და მაიონეზი, შემდეგ – პაშტეტი, ბოლოს კი მაიონეზში შერეული გახეხილი სტაფილო და მარილი.

თუ პაშტეტი მეტისმეტად მკვრივია, ცოტა მაიონეზი შეგიძლიათ შეურიოთ. სალათს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ცოტა ხნით შედგით მაცივარში და გემრიელად მიირთვით!