eggplant-harvest

ბადრიჯანი – ბერძნული „შეშლილობის ვაშლი”

სხვადასხვა კვლევებით დადგენილია, რომ ძველი ბერძნები, რომელთაც არაერთხელ უნახავთ ბადრიჯანი თავიანთ ბაღ–ბოსტნებში, მეწამულ ნაყოფს „შეშლილობის ვაშლს“ უწოდებდნენ და დარწმუნებული იყვნენ, რომ ამ ნაყოფის შეჭმა ჭკუიდან შეშლიდათ. ბადრიჯნის გასინჯვა ევროპელებმა მხოლოდ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ გაბედეს. საქმე ისაა, რომ ევროპელმა მოგზაურებმა ნახეს, როგორ მოყავთ ამერიკელ ინდიელებს ბადრიჯანი და რა სიამოვნებით მიირთმევენ მეწამული ნაყოფისგან დამზადებულ კერძებს, თანაც მათ გონებას არაფერი ემართებოდა.

eggplant-harvest

ლეგენდის მიხედვით, ერთმა თურქმა იმამმა გონება დაკარგა, როცა პირველად ბადრიჯნისგან დამზადებული კერძი გასინჯა. სავარაუდოდ, საჭმელი ისეთი გემრიელი იყო, რომ გრძნობების მოჭარბებისგან ემოციურ თურქს უბრალოდ გული წაუვიდა.

ბადრიჯანში გარკვეული ოდენობით C ვიტამინია, რომელსაც თქვენი გაციებისა და ინფექციებისგან დაცვა შეუძლია და თუმცა ასკორბინის მჟავის შემცველობით ბადრიჯანი ლიმონთან ან შავ მოცხართან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ C ვიტამინის დამატებითი პორცია ორგანიზმისთვის ზედმეტი არასდროს არის. გარდა ამისა, ბადრიჯნის ნაყოფში საკმაოდ ბევრი B ჯგუფის ვიტამინია, რაც ამაგრებს ნერვულ სისტემას, ებრძვის დეპრესიასა და უძილობას და ასევე ეხმარება კანს ტენის შეწოვაში, რაც თავის მხრივ, სახის კანს ნაადრევი ნაოჭების გაჩენისგან იცავს. ამასთან ბადრიჯანში შემავალი სხვა ნივთიერებები კანის ქსოვილებს აღადგენს და ჭრილობების მოშუშებასაც კი უწყობს ხელს.

eggplant-6

ბადრიჯანი მდიდარია მანგანუმით, რკინითა და თუთიით, ამიტომაც მისი მიღება რეკომენდებულია სისხლნაკლულობის დროს. ბადრიჯანი სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების მქონეთათვისაც, რადგან მასში შემავალი ნივთიერებები ორგანიზმში ქოლესტერინის დონის შემცირებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ბადრიჯნის ნაყოფში არსებული კალიუმის მარილები გულის მუშაობას აუმჯობესებს და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოყოფას ეხმარება და შესაბამისად, ბადრიჯანის ხშირად მირთმევა რეკომენდებულია ხანშიშესული ადამიანებისთვის, რომლებსაც გულ–სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ, განსაკუთრებით, გულის მუშაობს დარღვევით გამოწვეული გაჟონვის შემთხვევებში.

eggplant-flower

დიეტოლოგები კი ბადრიჯანს ზედმეტ კილოგრამებთან დამშვიდობების თითქმის ყველაზე საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ. ამ ძვირფასი ბოსტნეულის 100 გრამში მხოლოდ 28 კილოკალორიაა, გარდა ამისა, ბადრიჯანი მდიდარია უჯრედისით, რომელიც ორგანიზმს შლაკებისა და ზედმეტი სითხის გამოდევნაში ეხმარება. ერთადერთი „მაგრამ“: შეწვისას ბადრიჯანი იოლად იწოვს ცხიმს, ამიტომაც ბადრიჯნისგან მომზადებული კერძი, შესაძლოა, ზედმეტად ცხიმიანი გამოვიდეს. თუმცა თუ დაჭრილ ბადრიჯანს 10 წუთით ცივ წყალში ჩააწყობთ, ის შეწვის დროს ცხიმს ნაკლებად შეიწოვს.

eggplant-5

ბადრიჯანი ძალიან დაეხმარება მათ, ვინც მოწევისთვის თავის დანებებას გეგმავს, რადგან ამ ბოსტნეულში დიდი ოდენობითაა PP ვიტამინი ანუ ნიკოტინის მჟავა.

ბადრიჯნის ყიდვისას უპირატესობა ახალგაზრდა ნაყოფს უნდა მიანიჭოთ. საქმე ისაა, რომ ბადრიჯანი შეიცავსeggplant-3ნივთიერება სოლანინს, რითიც მისი ოდნავ მომწარო გემო აიხსნება. მწიფე ნაყოფში სოლანინი საკმაოდ ბევრია, ამ ნივთიერების დიდი ოდენობით მიღებას კი საყლაპავის გაღიზიანება და კუჭის პრობლემების გამოწვევა შეუძლია. ბადრიჯნის „ასაკის“ განსაზღვრა მისი კანითა და ყუნწით შეიძლება. მოყავისფრო ყუნწი მეტყველებს, რომ ნაყოფი დიდი ხნის წინ დამწიფდა, ახალგაზრდა ბადრიჯანზე არ არის მოყავისფრო ლაქები. ბადრიჯანი არ უნდა იყოს რბილი და სლიპინა, კანი კი დანაოჭებული და მშრალი არ უნდა ქონდეს. თუ მაინც არ ხართ დარწმუნებული, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ, ყოველი შემთხვევისთვის, მომზადების წინ ბადრიჯანი 3%–იან მარილიან წყალში ჩადეთ – ამ მეთოდით ნაყოფიდან სოლანინის საკმაო რაოდენობა გამოიდევნება.