108

HOTO FUDO – უცნაური იაპონური რესტორანი

რესტორანი HOTO FUDO, რომელშიც მხოლოდ ტრადიციული იაპონური კერძები შეიძლება შეუკვეთოთ, იამანაშის პრეფექტურაში მდებარეობს. რესტორნის პროექტი კომპანია Takeshi Hosaka Architects-მა განახორციელა.

1

უცნაური ფორმის რესტორანი, რომელიც უზარმაზარ ღრუბელს მოგვაგონებს, არაჩვეულებრივად ეხამება მთის ბუნებას – თითქოს შენობა ადამიანმა კი არა, თავად ბუნებამ ააგო.

2

რესტორნის მთლიანი ფართი 530 კვადრატული მეტრია, საიდანაც 140 კვ/მ სამზარეულოს უჭირავს, ხოლო 50 – სამეურნეო კუთხეს.

რესტორნიდან მთიან რელიეფზე არაჩვეულებრივი ხედი იშლება. ნაგებობის კარი მხოლოდ ძლიერი წვიმის ან თოვლის დროს იხურება, სხვა დროს კი მუდმივად ღიაა – თუ გარეთ ნისლიანი ამინდია, ნისლი რესტორნის შენობაშიც აღწევს, ზოგჯერ კი Hoto Fudo-ს მახლობელი ტყეებიდან ცხოველებიც ესტუმრბიან და მაგიდებს შორის დასეირნობენ! :)

345678910