912

FLOAT- კრეატიული ჭიქები კოქტეილისათვის

შუსის ჭურჭელი Float კომპანიისაგან Molo Studio პირველად 2009 წელს გამოჩნდა ფილმში Star Trek და დიზაინის კრიტიკოსთა შორის მაშინვე მოიპოვა პოპულარობა. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს საინტერესო “მოტივტივე ჭიქები” კიდევ ერთხელ გამოჩნდა ეპიზოდში “ტრონი: მემკვიდრეობა”.

1

სერია Float-ის ჭურჭელი თერმომდგრადი შუშისგან არის დამზადებული და მარტივი, ლაკონური ფორმებით გამოირჩევა. ორმაგი კედლები ძალიან ცხელ სითხესაც უძლებს. ჭიქებში სხვადასხვა სითხის ჩასხმისას შეიძლება დააკვირდეთ მათი შერევის ლამაზ პროცესს.

Float-ის ყველა ჭიქა ჩეხეთში, უმაღლესი ხარისხის გერმანული ნედლეულისაგან ხელით მზადდება და როგორც მწარმოებლები ამბობენ, “მრავალი წლის განმავლობაში შეიძლება გემსახურონ”.

23456789101112