vegetable-marrowe280931

ყველაფერი ყაბაყის შესახებ

ყაბაყი ძალიან სასარგებლო და დაბალკალორიული ბოსტნეულია გოგრისებრთა ოჯახიდან. ის მალე მზადდება, დიდხანს ინახება, მონელებაც იოლია და ჩვენს ფიგურასა და ჯანმრთელობაზეც კარგ მოქმედებას ახდენს.

Vegetable-marrow–4

ყაბაყის კალორიულობა

ყაბაყის კალორიულობა ყოველგვარ რეკორდს ხსნის. პროდუქტის 100 გრამში სულ რაღაც 23 კალორიაა! კვებითი ფასეულობის მიხედვით ახლოსაა კიტრთან, ბადრიჯანთან, ჭარხალთან და მწვანე ხახვთან. ამის გამო ყაბაყი არაჩვეულებრივი დიეტური პროდუქტია. მისი შემადგენლობის 94% წყალია და პრაქტიკულად არ შეიცავს ცხიმებს.

თუ ფიგურაზე ზრუნავთ, ყაბაყისგან დამზადებული საჭმელი თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ამ პროდუქტისგან უამრავი დიეტური, სასარგებლო კერძის დამზადება შეიძლება, რომლებიც თქვენს ორგანიზმს ვიტამინებისა და მინერალების ყოველდღიურ მოთხოვნილებას დაუკმაყოფილებს. ყაბაყი დიდი ოდენობით C, B1, B2 ვიტამინებსა და კაროტინს შეიცავს. ის ასევე მდიდარია კალიუმით, ფოსფორით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინითა და გოგირდით. მის შემადგენლობაში შედის თუთია, ლითიუმი, ალუმინი, მოლიბდენი და მრავალი სხვა მიკროელემენტი.

Vegetable-marrow–2

ყაბაყის სარგებლიანობა

ყაბაყის შემადგენლობაში შემავალი უჯრედისის უზარმაზარი მარაგი დადებით ზემოქმედებას ახდენს საჭმლის მონელებასა და ნივთიერებათა ცვლაზე. კალიუმისა და ნატრიუმის მომგებიანი შეფარდება პროპორციით 150:1–ზე კარგად მოქმედებს წყლისა და მარილის ბალანსზე და ორგანიზმს ზედმეტი სითხის გამოდევნაში ეხმარება.

დიეტური და სამკურნალო მიზნებისთვის საუკეთესოა ოდნავ დამწიფებადაკლებული, პატარა ნაყოფის მოხარშვა მარილისა და ცხიმის გარეშე. მისი მირთმევა პირდაპირ, კანიანად შეიძლება. ასეთი საკვები ყველაზე სასარგებლო და დაბალკალორიულია. ასევე ძალიან სასარგებლო და ფიგურისთვის უსაფრთხოა მოშუშული ყაბაყი, შემწვარი კი უკვე 88 კალორიას შეიცავს.

Vegetable-marrow–1

ყაბაყს, დაბალი კალორიულობის წყალობით, ორგანიზმი ძალიან იოლად ინელებს, ამიტომაც ის რეკომენდებულია საბავშვო საკვებში გამოსაყენებლად, განტვირთვის დღეებში მისართმევად და ასევე კარგია დიაბეტით ან კუჭნაწლავის ტრაქტის ავადმყოფობებით დაავადებულებისთვის.