sucrosee280934

საქაროზის მავნე თვისებები

ათასწლეულების განმავლობაში თაფლი ერთადერთი ტკბილეული იყო. თაფლის ძირითადი ნაწილი ბუნებრივი შაქარი – ფრუქტოზა და გლუკოზაა. თაფლისა და ტკბილი ხილის მავნე საქაროზით ჩანაცვლების შედეგად ადამიანებმა ჯანმრთელობა სერიოზულად დაიზიანეს.

honey

ბუნებრივი შაქარი ნივთიერებების დიდი ჯგუფია, რომლებიც ადამიანის სრულფასოვანი კვებისთვის აუცილებელია. საკვებში 2-2,5 კვირის განმავლობაში ამ შაქრების უკმარისობა ჰიპოგლიკემიის უმძიმეს მდგომარეობას იწვევს. სხვა შაქრებთან ერთად საქაროზის გამოყენება დაუშვებელია.

საქაროზა (ხელოვნურად გამოყვანილი შაქარი C12H22011) ეფექტური იმუნოდეპრესანტია. თუ ჯანმრთელ ძაღლს საქაროზას თუნდაც სულ მცირე ოდენობით მივცემთ, 2-3 საათში ცხოველს თვალებიდან და ყურებიდან ჩირქი წამოუვა. ადამიანი საქაროზის მავნე ზემოქმედებას გაცილებით უკეთ უძლებს და შედეგი შედარებით გვიან იჩენს ხოლმე თავს.

Sucrose–4

XV-XIX საუკუნეებში ევროპელების მიერ ახალი ხალხების აღმოჩენისას მათთან სავაჭრო ურთიერთობა ჯერ სპირტიანი სასმელებით და თამბაქოთი იწყებოდა, შემდეგ იარაღით და ბოლოს ფუფუნების საგნების, მათ შორის, შაქრის (საქაროზის) მიწოდებით გრძელდებოდა. ყველა შემთხვევაში შაქრის მასობრივი მიწოდების დაწყებიდან 3-4 წელიწადში ეთნოგრაფები ამ ხალხებში კბილებისა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას აფიქსირებდნენ (ეს ალკოჰოლისა და თამბაქოს შემთხვევაში არ ხდებოდა).

1920 წლის 13 მაისს მანჩესტერში გამართულ ექიმ-დანტისტთა კონფერენციაზე საქაროზა პირველად დასახელდა კბილების დაავადებების მთავარ მიზეზად.

teesh

შემდეგ კი ამ ნივთიერების მიღების სხვა მრავალი უარყოფითი შედეგიც დადგინდა.

ამერიკელი მკვლევარების უახლესი მონაცემებით საქაროზა (სავაჭრო დასახელება „შაქარი“):

  1. ხელს უწყობს იმუნიტეტის დაქვეითებას (ეფექტური იმუნოდეპრესანტი).
  2. შეიძლება გამოიწვიოს მინერალების ცვლის დარღვევა.
  3. შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, მღელვარება, ყურადღების უნარის დარღვევა, კაპრიზიანობა ბავშვებში.
  4. ამცირებს ფერმენტების ფუნქციონალურ აქტიურობას.
  5. ხელს უწყობს ბაქტერიული ინფექციებისადმი წინააღმდეგობის უნარს.
  6. შეიძლება დააზიანოს თირკმელი.
  7. ამცირებს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეს.
  8. იწვევს ქრომის მიკროელემენტების დეფიციტს.
  9. ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლების, საკვერცხეების, ნაწლავების, წინამდებარე ჯირკვლების, სწორი ნაწლავის სიმსივნის გაჩენას.
  10. ზრდის გლუკოზისა და ინსულინის დონეს.
  11. არღვევს კალციუმისა და მაგნიუმის ათვისების პროცესს.
  12. აუარესებს მხედველობას.
  13. ზრდის სეროტონინის ნეირომედიატორის კონცენტრაციას.
  14. შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (გლუკოზის დონის შემცირება).
  15. ხელს უწყობს გადასამუშავებელი საკვების მჟავიანობის ამაღლებას.
  16. ბავშვებში ზრდის ადრენალინის დონეს.
  17. იწვევს საკვები ნივთიერებების შეწოვის პროცესის დარღვევას.
  18. აჩქარებს ასაკობრივი ცვლილებების დაწყებას.
  19. ხელს უწყობს ალკოჰოლიზმის განვითარებას.
  20. იწვევს კარიესს.
  21. ხელს უწყობს სიმსუქნეს.
  22. ზრდის წყლულოვანი კოლიტის განვითარების რისკს.
  23. იწვევს კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების გამწვავებას.
  24. შეიძლება გამოიწვიოს ართრიტის განვითარება.
  25. ახდენს ბრონქული ასთმის შეტევების პროვოცირებას.
  26. ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების განვითარებას.
  27. შეიძლება გამოიწვიოს კენჭების გაჩენა ნაღვლის ბუშტში.
  28. ზრდის გულის იშემიური დაავადებების რისკს.
  29. ახდენს ქრონიკული აპენდიციტის პროვოცირებას.
  30. ხელს უწყობს ჰემოროის გაჩენას.
  31. ზრდის ვენების ვარიკოზული გაგანიერების ალბათობას.
  32. შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზისა და ინსულინის დონის აწევა ქალებში, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალურ პრეპარატებს იღებენ.
  33. ხელს უწყობს პაროდონტოზის გაჩენას.
  34. ზრდის ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.
  35. ამაღლებს მჟავიანობას.
  36. შეიძლება დაარღვიოს მგრძნობიარობა ინსულინის მიმართ.
  37. იწვევს გლუკოზისადმი ტოლერანტულობის შემცირებას.
  38. შეიძლება გამოიწვიოს ზრდის ჰორმონის გამომუშავების შენელება.
  39. ზრდის ქოლესტერინის დონეს.
  40. ხელს უწყობს სისტოლური წნევის აწევას.
  41. ბავშვებში იწვევს ძილიანობას.
  42. შეიძლება გამოიწვიოს გაფანტული სკლეროზი.
  43. ხდება თავის ტკივილის მიზეზი.
  44. არღვევს ცილების ათვისების პროცესს.
  45. ზოგჯერ ხდება საკვებზე ალერგიის მიზეზი.
  46. ხელს უწყობს დიაბეტის განვითარებას.
  47. ორსულებში შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკოზი.
  48. ბავშვებში ახდენს ეგზემის პროვოცირებას.
  49. ქმნის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების წინაპირობას.
  50. შეიძლება დაარღვიოს დნმ-ის სტრუქტურა.
  51. იწვევს ცილების სტრუქტურის დარღვევას.
  52. კოლაგენის სტრუქტურის დარღვევის ხარჯზე იწვევს ნაოჭების ნაადრევ გაჩენას.
  53. ქმნის კატარაქტის განვითარების წინაპირობას.
  54. შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების დაზიანება.
  55. იწვევს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას.
  56. ახდენს ათეროსკლეროზის განვითარების პროვოცირებას.
  57. ხელს უწყობს ფილტვების ემფიზემის გაჩენას.

საქაროზა ბუნებაში პრაქტიკულად არ არსებობს – ის დიდი ოდენობით მხოლოდ ორ, ადამიანის მიერ ხელოვნური სელექციით გამოყვანილ მცენარეში გვხვდება – შაქრის ლერწამსა და შაქრიან ჭარხალში.

sugar-beet-cane

ძუძუმწოვართა და მათ შორის, ადამიანის ორგანიზმს საქაროზას ათვისება არ შეუძლია, ამიტომ ის წინასწარ, წყლის არსებობის პირობებში, საქაროზის მოლეკულას ფერმენტების (ბუნებრივი კატალიზატორების) მეშვეობით ბუნებრივ შაქრებად – გლუკოზად და ფრუქტოზად (იზომერები, რომლებსაც C6H1206-ის ერთნაირი შემადგენლობა, მაგრამ სხვადასხვა წყობა აქვთ) შლის:

C12H22011 + H20 (+ფერმენტი) = C6H1206 (გლუკოზა) + C6H1206 (ფრუქტოზა).

Sucrose–5

საქაროზას დაშლის მომენტში მასობრივად ჩნდება თავისუფალი რადიკალები („მოლეკულური იონები“), რომლებიც ორგანიზმის ინფექციისგან დამცველი ანტისხეულების მოქმედების აქტიურ ბლოკირებას ახდენს. ორგანიზმი, პრაქტიკულად, დაუცველი ხდება. საქაროზის ჰიდროლიზის (დაშლის) პროცესი ნერწყვის ზემოქმედებით პირის ღრუშივე იწყება.

ჩვენ ირგვლივ ცოცხალი სამყაროა, რომლისთვისაც ადამიანის ორგანიზმი უბრალოდ საკვები ნივთიერების მსხვილი „ნაჭერია“. ყოველ წამს ადამიანის ორგანიზმი ბაქტერიული და ვირუსული მიკროფლორით ინფიცირდება, რომელიც ჩვენ შეჭმას ცდილობს. იმუნური სისტემა შეუჩერებლად და მტკიცედ უვნებელყოფს მათ მოქმედებას და ამ პირობებში ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

?????????

საქაროზის მიღება ორგანიზმის მცველისთვის ზურგში ხანჯლის ჩაცემას უდრის. მიღებული საქაროზის ჰიდროლიზი ევოლუციის მილიონობით წლის განმავლობაში სრულყოფილი იმუნური სისტემის უძლეველ ფოლადის ხმალს მუყაოს დანად აქცევს.

საკვებში ბუნებრივი შაქრის გამოყენება სასიცოცხლოდ აუცილებელია, ამიტომ უყვართ ბავშვებს ასე ძალიან ტკბილეული და მათი შეზღუდვა საჭირო არ არის. თუმცა აუცილებელია სამუდამოდ ვთქვათ უარი საქაროზაზე – ნელა მოქმედ, დამანგრეველ საწამლავზე და ის ბუნებრივი შაქრით – ფრუქტოზითა და გლუკოზით ჩავანაცვლოთ. ტკბილეულიდან მივირთვათ მხოლოდ თაფლი – ფრუქტოზისა და გლუკოზის ბუნებრივი ნარევი და ტკბილი ცოცხალი და გამხმარი ხილი.

Dried-Fruit

ტკბილ გამხმარ ხილს შორის განსაკუთრებით სასარგებლოა ფინიკი, ჭერამი, გარგარი, ქიშმიში, ლეღვი, შავი ქლიავი და სხვადასხვა ხილის კომპოტები, რასაკვირველია, შაქრის გარეშე.

უნდა მოერიდოთ დაშაქრულ ხილს, რადგან მას საქაროზით შაქრავენ.

ყოველდღიურ კვებაში ფრუქტოზა გლუკოზას ჯობს, რადგან ის უფრო ნელა შეიწოვება და ორგანიზმი შაქრის ბუნებრივ დონეს თანაბრად ინარჩუნებს.

watermelon

გლუკოზა სასარგებლოა სპორტსმენებისთვის შეჯიბრების დროს ძალების სწრაფად აღსადგენად.

კვების მრეწველობაში უკვე დანერგილია ფრუქტოზის მასობრივი წარმოება. ფრუქტოზით ამზადებენ სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმსაც, რომლებსაც შეფუთვაზე აუცილებლად აწერია „დამზადებულია ფრუქტოზით“.

ფრუქტოზა საქაროზაზე 1,75-ჯერ ტკბილია და ფრუქტოზით დამზადებული ნაწარმიც გაცილებით გემრიელია. ფრუქტოზა შეგიძლით გამოიყენოთ შაქრის ნაცვლად – ჩაყაროთ ჩაიში, დაუმატოთ შინაურ საკონდიტრო ნაწარმს, მოადუღოთ კომპოტები და მურაბები…

compote

და რაც შეიძლება ხშირად გქონდეთ თქვენს სუფრაზე ბუნებრივი ტკბილეული: თაფლი და ტკბილი ხილი – ცოცხალი და დაჩირებული ფინიკი, ჭერამი, გარგარი, ქიშმიში, ლეღვი, შავი ქლიავი და შაქრის გარეშე დამზადებული კომპოტები.

Sucrose–2