peanuts

თხილეული

მიწის თხილი

peanuts

არაქისი, იგივე მიწის ან ჩინური თხილი – ერთწლიანი, ბალახოვანი, ტოტებიანი მცენარეა პარკოსნების ოჯახიდან.

ამ მცენარეს ბუჩქის მსგავსი ან დაფენილი ღერო აქვს, ნაყოფი ყვავილობის შემდეგ მიწაში იზრდება, ამიტომაც ეძახიან მას მიწის თხილს.

არაქისის ნაყოფი ფორმით აბრეშუმის ჭიის პარკს გავს, რომლის ნაჭუჭის ქვეშ 1-დან 5-მდე გულია (პარკი). ეს პარკები 50%-მდე ცხიმს შეიცავს, ამიტომაც მიწის თხილი მეტად ძვირფას ზეთოვან კულტურებს მიეკუთვნება.

PEANUT

არაქისისგან მზადდება ძალიან გემრიელი არაქისის ჰალვა. მიწის თხილი ფართოდ გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში არა მხოლოდ ჰალვის, არამედ კიდევ ბევრი პროდუქციის დასამზადებლად.

ფისტა

მოხალული, მარილიანი ფისტა ძალიან გემრიელი სასუსნავია.

ეს მცენარე ველური სახით, ძირითადად შუა აზიაში იზრდება. მის მოსავალს ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში იღებენ. მომწიფების შემდეგ ფისტას ყველა ნაყოფი ერთდროულად არ იხსნება, ამიტომაც ეს პროდუქტი დამატებით გადამუშავებას საჭიროებს.

pistachio01

ფისტა იჭმება ნედლი სახით, გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში როგორც შიგთავსის ნაწილი და ასევე ძეხვის წარმოებაში – ფისტაშკებს ზოგიერთი ტიპის უმაღლესი ხარისხის ფარშირებული ძეხვის დასამზადებლად იყენებენ.

წაბლი

საჭმელი წაბლის ნაყოფი გარეგნულად დიდ, ორივე მხრიდან შეჭყლეტილ, ზოგჯერ კი სრულიად პრიალა დიდ თხილს გავს, რომელსაც თხელი, მუქი ყავისფერი ნაჭუჭი აქვს.

chestnut3

წაბლის გული მსხვილი, თეთრი და ოდნავ მოტკბოა. ის იჭმება შემწვარი, მოხარშული და უმი სახითაც. შეწვის დროს წაბლის ნაყოფი აუცილებლად უნდა დახვრიტოთ, რათა არ გასკდეს.

წაბლი გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში და ასევე ყავის სასმელებს დასამზადებლადაც.

ტკბილი ნუში

ტკბილი ნუში ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, განსაკუთრებით ტკბილი კერძების, ორცხობილების, ტორტებისა და ღვეზელების დასამზადებლად. ნუშის გულში ბევრი ცხიმი (55%-მდე) და აზოტოვანი ნივთიერებებია (20%-ზე მეტი).

2005.04.14_18.14.47_eada

კედრის წიპწიპო

კედრის წიპწიპო კედრისებრი ფიჭვის ხის თესლია. კედრის წიპწიპოს გულისგან ძალიან ძვირფასი ზეთი მიიღება. არსებობს ორი სახის – წვრილი და მსხვილი წიპწიპო.

Pine-nuts

კაკალი

კაკალი მომწიფების საწყის სტადიაზე, როცა მისი გული ჯერ კიდევ რძიანია, უმდიდრესია C ვიტამინით, ამიტომაც მას ვიტამინების შემცველი პრეპარატების დასამზადებლად იყენებენ. სიმწიფის ამ პერიოდშივე კაკლისგან მზადდება უგემრიელესი მურაბა. მოწეული კაკალი ძალიან ნოყიერია, მის შემადგენლობაში 55% ცხიმები და 15% ცილებია. ფართოდ გამოიყენება კულინარიაში.

walnuts

თუ კაკალი ზედმეტად გამოშრა და თავისი ჩვეული გემო დაკარგა, ის ნაჭუჭიანად 5-6 დღე უნდა ჩადოთ ოდნავ მარილიან წყალში. წყალი ნაჭუჭიდან კაკლის გულამდე ჩავა და მის კონსისტენციასა და გემოს აღადგენს.

diverticulitis-Nuts-and-Seeds1