41

მინიმალისტური სამზარეულოები SIEMATIC-ისგან

4

კომპანია SieMatic სამზარეულოს ავეჯის ცნობილი მწარმოებელია. მისი სათავო ოფისი გერმანიის პატარა ქალაქ ლიონეში (Löhne) მდებარეობს. კომპანია ჯერ კიდევ 1929 წელს დაფუძნდა და არსებობის 84 წლის განმავლობაში ათობით წარმომადგენლობა გახსნა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. მათ რიცხვს ცოტა ხნის წინ შეემატა SieMatic-ის ახალი ოფისი მონრეალში (კანადა).

ძვირადღირებული სამზარეულოს გარნიტურებს კომპანია სპეციალური შეკვეთით ამზადებს ფუნქციური და ესთეტიკური ინტერიერის მოყვარული ადამიანებისთვის.

იდეალური სამზარეულოს შესაქმნელად SieMatic-ის დიზაინერები ყოველ დამკვეთთან ხანგრძლივ კონსულტაციებს მართავენ, რათა მაქსიმალურად გაითვალისწინონ თითოეული მათგანის მოთხოვნილებები და ინტერიერის თავისებურებები.

დაათვალიერეთ კომპანია SieMatic-ის მიერ დამზადებული სამზარეულო გარნიტურები ჩვენს გალერეაში.

216315161718191101111121131141151161