sweet-salami-5

შოკოლადისა და ირისის „ძეხვის“ რეცეპტები

sweet-salami-3ძალიან მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ტოსკანური სასუსნავი მინიმალური რაოდენობისა და ღირებულების ინგრედიენტებით. მზადდება 10 წუთში, თუმცა საყინულეში კიდევ 20 წუთი მაინც უნდა შეინახოთ.

sweet-salami-1

აუცილებელი ინგრედიენტები:

  • 500 გრ. ნამცხვარი ე.წ. პეჩენია;
  • 100 გრ. ნიგოზი ან თხილი (შეიძლება ნიგვზის გარეშეც);
  • 1,5 ქილა შედედებული რძე;
  • 100 გრამი კარაქი;
  • 3 ს.კ. კაკაო.

სასურველი ინგრედიენტი:

  • შაქრის პუდრა;
  • 50 გრ. შავი შოკოლადი (ან ირისი მეორე რეცეპტის შემთხვევაში).

sweet-salami-6

კიდევ რამდენიმე რჩევა:

ნამცხვრის მომზადებისას ნიგვზის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ მოხალული ან მოუხალავი თხილი, მოხალული მიწის თხილი (დაჭრილი ან დაუჭრელი).

ნამცხვარი ძალიან გემრიელი გამოდის ფისტით (იგივე „ფისტაშკით“).

sweet-salami-5

ნიგოზთან ერთად შეიძლება გამოიყენოთ ცუკატი, გამომშრალი ხილი, მაგალითად დაჭრილი ქლიავის ან ატმის ჩირი, ქიშმიში.

sweet-salami-4

მომზადება:

ვარიანტი N1 ძირითადი რეცეპტი, შოკოლადის ძეხვი

ნამცხვრის ძირითადი ნაწილი დაფშვენით წვრილად, რამდენიმე კი – ცოტა მოზრდილ ნატეხებად. ყველაზე მარტივია ამის გაკეთება ლობიოს ან კარტოფილის საჭყლეტით.

ნიგოზი ჯერ მოხალეთ და შემდეგ კი დაჭერით წვრილ ნაჭრებად.

შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე.

დაფშვნილ ნამცხვარში აურიეთ კაკაოს ფხვნილი და ნიგოზი. დაასხით შედედებული რძე, გამდნარი კარაქი, შოკოლადი და კარგად აურიეთ.

sweet-salami-9

მიღებული მასა დადეთ ცელოფანზე და მიეცით ძეხვის ფორმა.

ცელოფანი ან ფოლგა კარგად შემოახვიეთ „ძეხვს“ და მოუკარით ორივე ბოლო.

sweet-salami-8

შედეთ საყინულეში 20 წუთით. ამის შემდეგ უკვე შეიძლება დაჭრა. თუმცა მანამდე კარგი იქნება, თუ შაქრის პუდრას მოაფრქვევთ.

დარჩენილი ნამცხვარი შეინახეთ მაცივარში.

sweet-salami-11

ვარიანტი N2 – ირისის ძეხვი

რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ყველაფერი მზადდება იმავენაირად, მხოლოდ ჩვეულებრივი შედედებული რძის ნაცვლად გამოიყენეთ მოხარშული შედედებული რძე, ხოლო შავი შოკოლადის ნაცვლად –  გამდნარი ირისის კანფეტები. ირისი იოლად დნება  კარაქთან ერთად. დნობის დროს მუდმივად უნდა ურიოთ. თუმცა ირისის გარეშე – მხოლოდ შედედებული რძითაც ძალიან გემრიელი გამოდის.

sweet-salami-12

შედეგად მიიღებთ ტკბილ „ძეხვს“ ირისის გემოთი, რომელიც ჩემი აზრით, შოკოლადის ნამცხვარს ბევრად სჯობს.

sweet-salami-10