200559715-002

შოფაჰოლიკის დღიური

როცა ძალიან დაღლილი ან ცუდ ხასიათზე ხარ, პატარ-პატარა სიამოვნებებზე საკუთარი თავისთვის უარის თქმა გიჭირს. შედეგად კი აღმოაჩენ, იმდენი უაზრო ნივთი შეგიძენია და კიდევ უარესი – იმდენი ფული გადაგიყრია, იმით რაიმე ფასეულს და პრაქტიკულს, ვთქვათ, მანქანას იყიდდი.

ზოგი ისტერიულად ყიდულობს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს ან სულაც პროდუქტს, რომელიც არაფერში ჭირდება, მე კი გართულება მაქვს სამზარეულოს ნივთებზე – მინდა ყველაფერი მქონდეს და რამდენიც უნდა მქონდეს, ვერასოდეს ვძღები.

2shopohilicdiariesfriday

ცოტა ხნის წინ ჩემი სამზარეულოს აღჭურვილობის დათვალიერება გადავწყვიტე, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმე აღმოჩნდა, თან ცოტა შოკისმომგვრელიც. ბოლო წლების „აუდავიღალედაწავალრამესვიყიდი-შოფინგის“ წყალობით, ფაქტობრივად, უსარგებლო ნივთების მუზეუმი შემიქმნია.

5shopohilicdiariesfridayმაქვს:

ყავის ორი აპარატი. არცერთს ვიყენებ, რადგან ყავის მოდუღების შემდეგ მათი გარეცხვა მეზარება.

უამრავი ჭიქა და ფინჯანი (დამეზარა დათვლა). სხვადასხვა ზომის, ფორმის, ფერის. რად მინდა? არ ვიცი.

ვისკის დეკანტერი, რომელშიც ვისკი არასოდეს ჩამისხამს და არც ჩავასხამ. ის სამზარეულოს კარადის თავზე სამი მეტრის სიმაღლეზე დგას და ალბათ 3 სანტიმეტრი მტვერი ადევს. ჯერ ერთი, ვისკის არ ვსვამ. მერე მეორე, ვისკის ჩასხმაც რომ მომინდეს, მაინც არასდროს ჩამოვიღებ, რადგან ამისთვის ათამდე ოპერაციის ჩატარება მომიწევს: კიბის მოტანა, მასზე ასვლა, ჩამოღება, გარეცხვა, ვისკის ჩასხმა, მერე დალევა, ისევ გარეცხვა, კიბის მოტანა, უკან, კარადის თავზე შედგმა, კიბის უკან წაღება… მიღირს? არა! თან სიმაღლისაც მეშინია.

…აზრზე არ ვარ, რატომ ვიყიდე. ლამაზი იყო, ნაღვლიანად იდო მაღაზიის თაროზე რამდენიმე თვე და სასოწარკვეთილად მეხვეწებოდა, მიყიდეო. დეკანტერის ხიბლთან შეწინააღმდეგების მრავალჯერადი მცდელობის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩემი ბედი იყო (ბედის მაინც მჯეროდეს!) და ვიყიდე.

ხის კოვზები. 31 ცალი. გულგრილად ვერასდროს ჩავუვლი. ის 31 ცალიც ხომ ტყუილად მიყრია, მაგრამ 3shopohilicdiariesfridayრომ შემხვდება, კიდევ ვიყიდი, ხომ ვიცი?!

ფონდიუს ქვაბი, რომელიც შეიძლება სამ წელიწადში ერთხელ გამოვიყენო.

სამზარეულოს კომბაინები და პროდუქტის საჭრელი ნაირნაირი მოწყობილობები. 14 ცალი. არცერთს არ ვიყენებ გარეცხვისა და მერე აწყობის პროცესის სირთულის გამო. შარშან ჩემს დას დაბადების დღისთვის საჩუქარი შევუკვეთე – მორიგი კომბაინი. მთელი წელია მინდა, ერთხელ მაინც გამოვიყენო და ვუთხრა, შენი საჩუქარი ძალიან გამომადგა მეთქი, მაგრამ ვერ ვეუბნები…

ფრიტურნიცა. არ ვიცი, რა ჰქვია ქართულად და არც მინდა ვიცოდე! დიდია და მოუხერხებელი, ჩვეულებრივ ქვაბში უკეთეს ჩიფსებს ვაკეთებ! ტონა ზეთი სჭირდება და მერე ტონა სარეცხი სითხე იმ ზეთის მოსაშორებლად!

8shopohilicdiariesfridayთიხის ქოთნები, ჯამები, ნალექიანი ყავის თიხის მადუღარაც კი. ნალექიანი ყავა კი მიყვარს, მაგრამ არა იმდენად, რომ მერე მადუღარაზე მიკრული ნალექის გარეცხვა არ დამეზაროს. ამიტომ ასეთ ყავას სახლში არასოდეს ვაკეთებ.

უამრავი ცომის გასაბრტყელებელი, უამრავი საჭრელი დაფა: შუშის, პლასტმასის, ხის. მხოლოდ ერთს ვიყენებ, მრავალფეროვნებისთვის, მაქსიმუმ, ორს.

ყველა ზომისა და ფორმის ჯამი. ბევრი. ძალიან ბევრი. ვგიჟდები ჯამების ყიდვაზე…

ოთხი ხელის სათქვეფი, რამდენიმე სხვადასხვანაირი მიქსერი და ბლენდერი. როცა ამ ტიპის საგნების განყოფილებას ჩავუვლი, გულისცემა მიჩქარდება. ჯინაზე არ ვიყიდი! რომ ვიყიდო, სად წავიღო?

ძალიან ვამაყობ, რომ საკუთარ თავს წინააღმდეგობა გავუწიე და ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ 10shopohilicdiariesfridayვიყიდე, რასაც ნამდვილ გმირობად მივიჩნევ. მის გამოსაყენებლად ბლომად გასარეცხი ჭურჭელია საჭირო, რომელიც არასდროს მაქვს.

დავითვალე და თურმე მაქვს 6 სამზარეულო მაკრატელი და 32 დანა! კაცმა არ იცის, რად მინდა. კიდევ დანის ორი სალესი, რომლებიც არასდროს გამომიყენებია, რადგან იმ ტიპის დანებს, როგორიც მე მაქვს, სალესი არ ჭირდება. რაც ყველაზე საინტერესოა, როდესაც მაღაზიაში ლამაზ სადგამებში ჩადებულ დანებს ვუყურებ, ლამისაა გავგიჟდე! მინდა მქონდეს ყველა, უკლებლივ!

ათობით ქვაბი და ტაფა. ნაირ-ნაირი ზომის, ფერის და ფორმის. მათგან მხოლოდ ოთხს ვიყენებ მეტ-ნაკლები სიხშირით.

აი, ეს ყველაფერი და კიდევ ძალიან ბევრი სხვა უსარგებლო რამ აღმოვაჩინე ჩემს „სამზარეულო მუზეუმში“.

კარადებს, გარდერობებს, ტუმბოებს და ეგეთ რაღაცებს ვერ ვიტან, მაგრამ სამზარეულო გარნიტურის ყიდვა მაინც მომიხდა. ჩემი შოფასამზარეულოჰოლიკობისგათვალისწინებით ის ზეგრანდიოზულია – 23 განყოფილება აქვს და ყველა ისეა გატენილი, რომ საჭირო ნივთის მოსაძებნად მთელი ჩემი ინდუქციურ-დედუქციური უნარების გამოყენება მიწევს.

7shopohilicdiariesfriday

არადა, ყველა ნივთი, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებ, ერთ პატარა კარადაში დაეტეოდა.4shopohilicdiariesfriday

იმის დათვლა, თუ რა თანხა დავხარჯე ზემოთ ჩამოთვლილი სისულელეების შესაძენად, შემეშინდა. ალბათ, არც არასდროს დავითვლი, რადგან რატომღაც მგონია, სუიციდის მიზნით იმ ჩემი 32 დანიდან რომელიმეს გამოყენების სურვილი გამიჩნდება ;)