salad-with-liver-and-apple

ქათმის ღვიძლის სალათი

salad-with-liver-and-apple

ქათმის ღვიძლი ძალიან მარტივად მოსამზადებელია – მთავარია, პროდუქტი იყოს ახალი!

მომზადების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, ღვიძლი ისე შეიბრაწოს, რომ შიგნიდან არ გამოშრეს. თუ მას დროზე მეტხანს გააჩერებთ თერმული ზემოქმედების ქვეშ, გაუხეშდება.

ამ სალათს ძალიან უხდება მჟავე ვაშლი, რომელიც შებრაწულ ღვიძლს განსხვავებულ გემოს აძლევს.

ვაშლი უნდა იყოს წვნიანი და ოდნავ მჟავე. შედეგად გამოდის ძალიან გემრიელი სალათი, რომელიც საკმაოდ ნოყიერია და გამოდგება როგორც დამოუკიდებელ კერძად, ისე გარნირად სხვა კერძისთვის.

ინგრედიენტები 4 პორციაზე:

  • 400 გრ. ქათმის ღვიძლი
  • 2 მჟავე ვაშლი
  • 1 კონა მწვანე სალათი
  • 1 ს.კ. ლიმონის ან ლაიმის წვენი
  • 2 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • 1 ჩ.კ. კარის ფხვნილი
  • მარილი
  • 1 ს.კ. ძმარი
  • 1 ს.კ. მდუღარე წყალი

მომზადება:

ქათმის ღვიძლი დაჭერით, შეწვით დაბალ ტემპერატურაზე ზეითუნის ან უბრალო მზესუმზირის ზეთში დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. ბოლოს დაამატეთ მარილი, მკვეთრად გაზარდეთ ტემპერატურა და 3-4 წუთი მუდმივად ურიეთ.

იმითვის, რომ ღვიძლს უკეთესი გემო ჰქონდეს, შეგიძლიათ შეწვათ ხახვთან ერთად, თუმცა, ამ კონკრეტულ სალათში მოშუშული ხახვი საჭირო არ არის.

ვაშლი გარეცხეთ და დაჭერით ძალიან თხელ, გრძელ ნაჭრებად, დაასხურეთ ცოტა ლიმონის წვენი, რომ ფერი მალე არ შეიცვალოს.

დაჭერით წინასწარ გარეცხილი და უკვე გამშრალი სალათის ფოთლები.

შებრაწული ღვიძლი გადმოიღეთ ტაფიდან, შეაგრილეთ და ისიც გრძელ, თხელ ნაჭრებად დაჭერით. ცხელი ღვიძლი სალათში არ ჩაყაროთ, რადგან ის სალათის ფურცლებს დაალბობს და სიახლეს დაუკარგავს.

მოამზადეთ სოუსი: შეურიეთ ზეთი, ძმარი, კარის ფხვნილი, მდუღარე წყალი და ახლადდაფქვილი შავი  პილპილი. კარგად ათქვიფეთ და მოასხით სალათს.

თუ გსურთ, აქ დასახელებულ ინგრედიენტებს შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკაც.