fridayganqorcinebistortebi1

განქორწინების აღსანიშნი ტორტები

fridayganqorcinebistortebi9

ბოლო დროს მსოფლიოში მოდური გახდა განქორწინების აღსანიშნავი საზეიმო წვეულებების მოწყობა, რომლებზეც აუცილებლად ჭრიან განქორწინების ტორტს. ახალი ცხოვრების დაწყება მშვენიერი მიზეზია სადღესასწაულოდ!

fridayganqorcinebistortebi81

შესაბამისად, წარმოიშვა ტორტების დიზაინის ახალი მიმართულება, რომელიც ძალიან წააგავს საქორწინო დიზაინს, თუ ზოგიერთ დეკორატიულ ელემენტს ყურადღებას არ მივაქცევთ.

fridayganqorcinebistortebi7

ბრიტანელი კონდიტერი ფეი მილერი (Fay Millar) მარციპანისგან ქმნის წყვილის ჩხუბის ამსახველ სცენებს, სადაც, ჩვეულებრივ, ქმარია დაზარალებულის როლში.

fridayganqorcinebistortebi6

ფეი ნამცხვრებს ბავშვობიდან აცხობდა, შემდეგ ოჯახური თუ მეგობრების წვეულებებისთვის დიდი ტორტების კეთება დაიწყო, ბოლოს კი განქორწინების აღსანიშნავი ტორტების ცხობაზეც გადავიდა.

ფეი მილერი ბრაიტონში ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. განქორწინების აღსანიშნავი ტორტების შესაკვეთად მას, ძირითადად, ყოფილი ცოლები მიმართავენ.

fridayganqorcinebistortebi5

სიუჟეტს ზოგჯერ თავად იგონებს, ზოგჯერ კი იდეებს შემკვეთები აწვდიან. ზოგიერთი ტორტი დეკორირებულია მოჩხუბარი წყვილით, ზოგზე გამოსახულია ტორტის ზედა სართულზე მოკალათებული ცოლი უდარდელი გამომეტყველებით და დაბლა გადაგდებული ქმარი, ზოგს წარწერებიც აქვს, მაგალითად: „ბოლოს და ბოლოს, თავისუფალი ვარ!“ ან „უსახლკარო. ახლახან განქორწინებული“ და სხვ. ერთ-ერთ „სასტიკ ტორტზე“ კი გამოსახულია ცოლი, რომელიც ქმარს ზურგში დანას ურტყამს, ქვემოთ კი შაქრის მინანქრისგან სისხლია გამოსახული…

„ზოგმა ჩემს ნამუშევარს შეიძლება უხეში და უგულო უწოდოს, ზოგმა – ცხოვრების ერთი პერიოდის დასასრული და მეორეს დასაწყისი შეიძლება დაინახოს, სხვისთვის კი ჩემი ტორტი წვეულებაზე კარგად გამხიარულების წინაპირობა იქნება“, – ამბობს ფეი.

„განქორწინება შეიძლება მართლა საშინელება იყოს, მაგრამ მინდა ვიფიქრო, რომ ჩემს სახალისო ტორტებს ვიღაცის განწყობის გამოკეთება შეუძლია“, – აღნიშნავს ფეი მილერი.

fridayganqorcinebistortebi1fridayganqorcinebistortebi2fridayganqorcinebistortebi3fridayganqorcinebistortebi4