1marrowsquaschfriday

ყაბაყის ტორტი

1marrowsquaschfriday

ინგრედიენტები:

·         3 საშუალო ზომის ყაბაყი;

·         9 სუფრის კოვზი ფქვილი;

·         3 კვერცხი;

·         200 გრამი მაიონეზი;

·         3-4 კბილი ნიორი;

·         2 პომიდორი;

·         100 გრამი ყველი;

·         ზეთი;

·         მარილი;

·         პილპილი.

მომზადება

ყაბაყი გარეცხეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ.

დაამატეთ კვერცხი, მარილი, პილპილი, ფქვილი და კარგად აურიეთ.

6marrowsquaschfriday7marrowsquaschfriday

ცხელ, ზეთიან ტაფაზე დაასხით მიღებული ნარევი და ხის კოვზით მოასწორეთ. გამოაცხვეთ ორივე მხრიდან დაბალ ან საშუალო ცეცხლზე.

5marrowsquaschfriday

ყაბაყის ბლინები ძალიან სწრაფად ცხვება, თითოეულ მხარეს დაახლოებით 2 წუთი სჭირდება.

გამომცხვარი ბლინები ცალ-ცალკე დააწყვეთ გასაგრილებლად. შეგიძლიათ ბლინების გადმოსაღებად ქაღალდის ხელსახოცი გამოიყენოთ, რათა ბლინიდან ცხიმი ჩამოიწუროს.

დასახელებული ოდენობის ინგრედიენტებისგან 4-5 ბლინი უნდა გამოცხვეს.

მოამზადეთ მაიონეზისა და ნივრის სოუსი: დანაყეთ ან დაჭყლიტეთ ნიორი და პილპილთან და მარილთან ერთად შეურიეთ მაიონეზს. შეგიძლიათ დანაყილი მწვანე ქინძიც დაამატოთ.

4marrowsquaschfriday

სოუსი შეიძლება მრავალნაირი იყოს, მაგალითად, მოშუშული პომიდვრის, ხახვისა და გახეხილი სტაფილოს ნარევი ოხრახუშით, არაჟნისა და წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცის ნარევი, ამოზელილი ლობიო ან შემწვარი სოკოც კი.

ყაბაყის ბლინის ყოველ ნაჭერს წაუსვით სოუსი და ერთმანეთზე დაალაგეთ. დაახლოებით ნახევარი საათით შედგით მაცივარში.

3marrowsquaschfriday

სუფრაზე მიტანის წინ გააფორმეთ პომიდვრის ნაჭრებითა და გახეხილი ყველით.

2marrowsquaschfriday