restaurantbaobabifriday1

უცნაური რესტორანი ბაობაბში

restaurantbaobabifriday6

სამხრეთ აფრიკაში მდგარი სახელგანთქმული, გიგანტური ბაობაბის სანლენდის დიამეტრი 33 მეტრს აღწევს, ხოლო სიმაღლე – 33 მეტრს. ის მსოფლიოში უდიდეს ბაობაბად მიიჩნევა და რეგიონის ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობაა.

restaurantbaobabifriday5

ხე იმდენად დიდია, რომ მასში მთელი პაბი დაეტია და აბა ვის არ მოუნდება, ამ უზარმაზარი და უძველესი ხის ფუღუროში ფინჯანი ყავა ან ლუდი მიირთვას?

restaurantbaobabifriday4

ბაობაბი სანლენდი მასში რესტორნის გაკეთების მიზნით სპეციალურად არ „გამოუფატრავთ“ – უზარმაზარი ფუღურო მრავალი წლის წინ ბუნებრივად წარმოიქმნა.

პაბი აქ ჯერ კიდევ 1933 წელს არსებობდა და დღემდე წარმატებით მუშაობს და უამრავ ტურისტსაც იზიდავს.

restaurantbaobabifriday3

„ჭერის“ სიმაღლე 13 ფუტია, ფუღუროში კი 15-16 ადამიანი თავისუფლად ეტევა. უზარმაზარი ბაობაბი ვან ჰირდენოვის კუთვნილი ფერმის ტერიტორიაზე იზრდება. ოჯახი ხეს დიდი მონდომებით უვლის – მათი მიზანი პლანეტის ერთ–ერთი უძველესი ხის მომავალი თაობისთვის შენარჩუნებაა.

restaurantbaobabifriday2

მეცნიერების აზრით, ბაობაბი სანლენდი 6 ათასი წლისაა და რამდენიმე ათას წელს კიდევ გაუძლებს.

restaurantbaobabifriday1