10-kitchen-design-styles

სამზარეულოს დიზაინის რამდენიმე სტილი

სამზარეულო ის ოთახია, სადაც საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ. საჭმლის მომზადებისას, საუზმის, სადილისა და ვახშმის მირთმევისას და ძალიან ხშირად სტუმრებთან ერთადაც.

9-kitchen-design-styles

მართალია, ზოგიერთ ოჯახში ე.წ. რესტორნული კვების ევროპულ ტრადიციას მისდევენ, მაგრამ ეს ტრადიცია არა მხოლოდ ფინანსების, არამედ ურთიერთობების საკითხიცაა.

მათთვის კი, ვინც ოჯახურ, შინაურ სიმყუდროვეს აფასებს, სამზარეულო კიდევ დიდხანს დარჩება სახლში ყველაზე საყვარელ ოთახად.

21-kitchen-design-styles

სამზარეულოს თანამედროვე დიზაინი პირობითად შეგვიძლია ორ დიდ კატეგორიად დავყოთ. ერთში ხვდება უტილიტარულად და პრაგმატულად გაფორმებული სამზარეულოები, თუმცა, ორიგინალურობის გამოჩენა ამ შემთხვევაშიც სავსებით შესაძლებელია, მეორე ჯგუფში კი მყუდრო, „შინაურული“, მომხიბლავი ოჯახური სითბოთი დეკორირებული ოთახები.

10-kitchen-design-styles14-kitchen-design-styles

ინტერიერის არჩევანი დამოკიდებულია არა მხოლოდ გემოვნებასა და უპირატესობებზე, არამედ, მთლიანობაში სამზარეულოს დანიშნულებაზე.

თუ სამზარეულო არა მხოლოდ საჭმლის მომზადებისთვის, არამედ მთელი ოჯახის სადილსა თუ ვახშამზე თავმოყრისთვისაა განკუთვნილი, ამ ვარიანტისთვის უფრო შესაფერისი მყუდრო დიზაინია, კლასიკა, ვინტაჟიც კი. ასე გაფორმებული სამზარეულო თბილი ფორმებით, ფერთა გამითა და ზედაპირით ხასიათდება. ის სავსებით შეეფერება ცნებას „ოჯახური სამზარეულო“.

19-kitchen-design-styles

თუ სამზარეულო მხოლოდ კერძების მოსამზადებლად გჭირდებათ და არც ამ დანიშნულებით იყენებთ მაინცდამაინც ხშირად, თუნდაც, ზემოთხსენებული რესტორნული კვების სტილის არჩევის გამო, ოპტიმალური იქნება მინიმალიზმი, რაც ყოველთვის იძლევა საშუალებას ოთახი დახვეწილად და ელეგანტურად გამოიყურებოდეს. ამასთან მინიმალისტურად მოწყობილი სამზარეულოს დალაგება და იქ სისუფთავის შენარჩუნებაც უფრო იოლია და დიდ თავის ტკივილს არ გაგიჩენთ.

20-kitchen-design-styles

მინიმალისტურ ტონებში გადაწყვეტილი სამზარეულო იმითაცაა კარგი, რომ იოლად ხერხდება მისი მოდერნიზება და შეცვლა. დიზაინიც საკმარისად მოქნილია. ხოლო კლასიკა კი პირიქით, სტაციონარულობისკენ მიიწევს. ასეთი სამზარეულოს გადაკეთება საკმაოდ გაგიჭირდებათ, ის ყოველთვის შეინარჩუნებს ოჯახური ტრადიციების შესაბამის ურყევ იერსახეს.

დღეს ყველაზე პოპულარული მოდის მინიმალისტურ ტენდენციებთან ფეხაწყობილი დიზაინის სამზარეულოებია. ტრანსფორმირების სიმარტივე, გარკვეულწილად ეკონომია, პრაქტიკულობა და მოხერხებულობა – აი, მათი პოპულარობის საიდუმლო.

17-kitchen-design-styles

თუმცა პოპულარობაში კლასიკა მინიმალიზმს დიდად არ ჩამორჩება. ასეთ სამზარეულოებში ადამიანებს სულიერი სითბო და სიმშვიდე, სენტიმენტალობა და ნამდვილი, ოჯახური მყუდროება იზიდავს.

ოჯახურ ტრადიციებთან დაბრუნებასა და ადამიანების სურვილს, თავი არა მხოლოდ სამყაროს ნაწილად, არამედ საკუთარი, ოჯახური ტრადიციების გამგრძელებლად იგრძნონ, კლასიკურ სამზარეულოებზე მოთხოვნის ზრდასთან მივყავართ. ვიტრაჟულ სამზარეულოებზე მოთხოვნამ იმდენად იმატა, რომ სამზარეულოს ავეჯის დიზაინერები ზოგჯერ მუზეუმის არქივებსაც კი მიმართავენ ძველი ნახაზების მოსაძიებლად. ქარხნებში კი სტილისტურად დამუშავებული ავეჯის შესაქმნელად სულ უფრო ხშირად გამოიყენება ხელით შრომა.

bxp53680h

სამზარეულო მოდის კანონმდებლებად იტალიელები და გერმანელები მიიჩნევიან. თავად მათი სამზარეულოები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება. გერმანული დიზაინი პრაქტიკულობისა და რაციონალურობისკენ იხრება, იტალიური სამზარეულო კი გრძნობების ჰარმონია, ექსპრესიულობა და ემოციების თავბრუდამხვევი დინამიკაა. ორივე ტიპის სამზარეულო შეიძლება იყოს როგორც მინიმალისტური, ისე კლასიკური სტილის. თუმცა დიზაინის ემოციურ მიმართულებას ეს ვერ ცვლის.

18-kitchen-design-styles

გერმანული სამზარეულოები უფრო მასიურია, ეს გერმანული საფუძვლიანობითაა განპირობებული. იტალიური სამზარეულო კი ერთგვარი სასიამოვნო სიმსუბუქის შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორც მსუბუქი მუსიკა. ეს ტრადიციული იტალიური ექსპრესიულობაა.

სამზარეულოს დიზაინის შერჩევისას სახლის ან ბინის ერთიანი დიზაინიც უნდა გაითვალისწინოთ. მინიმალისტური სამზარეულო კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნება ისეთ სახლში, რომელიც, მაგალითად, ეთნო-სტილშია გაფორმებული, და აქ თითქმის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის ან ხალხის ტრადიციებს მიეკუთვნება ეს „ეთნო“.

5-kitchen-design-styles

და თუ თქვენი საცხოვრებელი ტექნო-სტილში, მინიმალიზმში, კიჩსა და რომელიმე მსგავს სტილშია დეკორირებული, კლასიკური სამზარეულო ეთნიკური ჩანართებით აბსოლუტურად შეუფერებელი იქნება.

3-kitchen-design-styles

6-kitchen-design-styles