unhealtheproductsfriday

ოთხი მავნე და სასარგებლო საჭმელი

unhealtheproductsfriday

ხორცი, ნაყინი, თეთრი პური და ნაღების კარაქი… დიეტოლოგების აზრით, ისინი გაცილებით სასარგებლო პროდუქტებია, ვიდრე ბევრს ჰგონია.

ხორცი

წონის დაგდებისა და ჯანმრთელი კვების დაწყებისთვის ე.წ. წითელ ხორცზე უარის თქმა, ალბათ, ცრურწმენა უფროა, ვიდრე რეალურ ინფორმაციაზე დამყარებული ნაბიჯი. სინამდვილეში, „წითელ“ ხორცში უფრო ნაკლები ცხიმია, ვიდრე ქათმის, მით უფრო, ქარხნის ნაკვები ქათმის ხორცში. სიმინდზე გაზრდილი ქათმის 100 გრამ ხორცში 129 კალორია და 4,8 გრამი ცხიმია, როცა ძროხის ხორცის ჩალაღაჯის იგივე წონის ნაჭერში 135 კალორია და სულ რაღაც 4,5 გრამი ცხიმია.

1unhealtheproductsfriday

უფრო მეტიც, ძროხის ხორცში სამჯერ მეტი ტონუსის ამწევი რკინაა და თითქმის 4-ჯერ მეტი, იმუნიტეტისთვის ასე აუცილებელი თუთია. აბა, ნაჯერი ცხიმი, რომელიც არტერიების დაცობას იწვევს?! – იკითხავს ვინმე. გიპასუხებთ, რომ სიმინდით ნაკვები ქათმის ხორცი ბევრად უკეთესი არ არის, ხოლო კვირაში რამდენჯერმე, ზომიერად მირთმეული წითელი ხორცი (განსაკუთრებით, მოხარშული) შეიძლება თქვენი დიეტის სასარგებლო დანამატად იქცეს.

2unhealtheproductsfriday

ნაყინი

რასაკვირველია, თუ ყოველ საღამოს, ტელევიზორის წინ ჯდომისას ნაყინით სავსე დიდ ფიალას მიირთმევთ, ეს თქვენს ჯანმრთელობას სარგებლობას არ მოუტანს, მაგრამ სხეულის ფორმაში შენარჩუნებისთვის ამ გემრიელი სასუსნავის რაციონიდან სრულად ამოღებაც არ არის საჭირო.

ნაყინი ნელა გადამუშავდება, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნაყინი კუჭი ნელნელა ამუშავებს და სისხლს თანდათანობით აწვდის შაქარს, ამიტომაც სხვა დესერტებისგან, მაგალითად, ნაღებიანი ტორტის ნაჭრისგან განსხვავებით, ის შეგიძლიათ ცოტა მიირთვათ და მეტი აღარც მოგინდებათ.

3unhealtheproductsfriday

ნაყინის ჩვეულებრივი, 75 გრამიანი ბურთულა სულ რაღაც 114 კალორიასა და 6 გრამ ცხიმს შეიცავს და სადილის გაცილებით გონივრული დასრულებაა მათთვის, ვინც ტანადობაზე ზრუნავს, ვიდრე ყველის ტორტის ნაჭერი 551 კალორიითა და შემაშფოთებელი 43 გრამი ცხიმით.

თეთრი პური

უჯრედისის მიღების დოზის გასაზრდელად ბევრი თეთრ პურს ქატოს პურით ანაცვლებს და ამით უჯრედისის მიღებას ნამდვილად ზრდის. თუ თეთრი პურის 50 გრამიან ნაჭერში მხოლოდ 0,8 გრამი უჯრედისია, ქატოს პურის იგივე წონის ნაჭერში 2,5 გრამი უჯრედისია (შეგახსენებთ, რომ უჯრედისის დღიური ნორმა 18 გრამია), რაც ძალიან სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის.

5unhealtheproductsfriday

თუმცა თეთრი პური სხვა სახეობის პურებს მინერალების შემადგენლობით ჯობნის. თეთრი პურის ფქვილში შედის კალციუმი და რკინა, ასევე B და B1 ჯგუფის ვიტამინები და ნიკოტინის მჟავა. ამიტომაც თეთრი პური ძვლებისთვის აუცილებელი კალციუმის არანაკლებ ოდენობას შეიცავს, ვიდრე ქატოს პური.

6unhealtheproductsfriday

აქ კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსიც არის: თეთრი პური ნაკლებ უჯრედისს შეიცავს, ამიტომ ორგანიზმი მეტ კალციუმს იღებს, რადგან უჯრედისი, თავის მხრივ, კალციუმის ათვისებას უშლის ხელს.

ნაღების კარაქი

თუ ადამიანის ორგანიზმს ბუნებრივად არ დაყვა ქოლესტერინის მაღალი დონე, გაუგებარია, რატომ უნდა თქვას უარი რძისგან დამზადებულ, გემრიელ ნაღების კარაქზე და გადავიდეს ხელოვნურად წარმოებული, მარგარინის მდგომარეობამდე დამძიმებული კარაქის მოხმარებაზე.

Block of butter, cut, on old chopping board, with bone-handled knife.

10 გრამი კარაქი, რომელიც ორი ნაჭერი კარაქიანი პურის მოსამზადებლად სრულიად საკმარისია, სულ 8 გრამ ცხიმს შეიცავს, აქედან ნაჯერი ცხიმი მხოლოდ 5 გრამია. ეს კი ქალებისთვის ცხიმის დღიური ნორმის დაახლოებით მეოთხედია, მამაკაცებისთვის კი დაახლოებით მეექვსედი.

8unhealtheproductsfriday

კიდევ ერთი კარგი ამბავი – კარაქი ერთ-ერთია იმ იშვიათ პროდუქტებს შორის, რომლის შემადგენლობაშიც D ვიტამინია (ის გვხვდება თევზის ქონში). მუქი მოყვითალო ფერის კარაქი, რომელიც ბალახით და არა თივით გამოკვებილი ძროხის რძისგან მზადდება, ფილტვებისა და გულისთვის მეტად სასარგებლო ანტიოქსიდანტს ბეტა-კაროტინს შეიცავს.