chocolatefactyrybalifriday

შოკოლადის ზღაპრული ქარხანა ბალიზე

„თუ გინდათ იხილოთ სამოთხე, მიმოიხედეთ ირგვლივ“, – ამბობდა ვილი ვონკა თავის შოკოლადის ქარხანაზე (Willy Wonka & the Chocolate Factory). იგივე აზრი გიჩნდება კუნძულ ბალის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე შოკოლადის პატარა ქარხნის ნახვისასაც.

chocolatefactyrybalifriday3

როდესაც ოკეანის პირას განლაგებულ ამ სილამაზეს უყურებ, თავი ზღაპარში გგონია. პირდაპირ ჯუნგლებში მოწყობილი საწარმო არა მხოლოდ ბავშვების, არამედ უფროსების აღტაცებასაც იწვევს.

chocolatefactyrybalifriday6

შოკოლადის ქარხნის ტერიტორიაზე, ქოქოსის პალმებს შორის, ხუთი პატარა უცნაური ფორმის ქოხია, რაც სრულიად საკმარისია ბალის შოკოლადის წარმოებისთვის.

chocolatefactyrybalifriday1

ქარხნის თანამშრომლები ყველა მიმსვლელს სიამოვნებით აჩვენებენ სამუშაო პროცესს და ყველაზე გემრიელი ინგრედიენტების გასინჯვასაც სთავაზობენ.

chocolatefactyrybalifriday5

ბალის ქარხანაში პროდუქციას უმარტივესი მეთოდებით ამზადებენ. ასორტიმეტი არც ისე დიდია – ძირითადად, შოკოლადი, თაფლი და ქოქოსის სიროფი. თუმცა ამ ზღაპრულ გარემოში ყველაფერი განსაკუთრებულად გემრიელია.

chocolatefactyrybalifriday7

თან შოკოლადის ყიდვა პირდაპირ ქარხანაშივე შეიძლება და აქ იმდენი ტურისტი მოდის, ხშირად მთელი შოკოლადი ადგილზევე იყიდება.

chocolatefactyrybalifriday8