cupcakesfromnaomifriday9

ქაფქეიქების ნინძა

cupcakesfromnaomifriday2

Hello Naomi არაჩვეულებრივ დიზაინერულ ქაფქეიქებს (cupcake ფინჯნის ზომის პატარა კექსი) ქმნის. იგი მხოლოდ საუკეთესო ინგრედიენტებს იყენებს, ამიტომ ქაფქეიქები არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ძალიან გემრიელიც გამოდის.

cupcakesfromnaomifriday7

კომპანია Hello Naomi, სადაც ახლა ათობით კონდიტერი მუშაობს, ავსტრალიელმა ნაომი ჰენდერსონმა ჯერ კიდევ სტუდენტობისას დააარსა. ნებისმიერი ქაფქეიქი, ტორტი თუ ნამცხვარი, რომელსაც საკონდიტრო კომპანია ქმნის, სპეციფიკური ხელწერით გამოირჩევა და ჰარმონიისა და დახვეწილი გემოვნების  ნამდვილი ზეიმია.

cupcakesfromnaomifriday8

ნაომი პროფესიით ინჟინერ–პროგრამისტია.

„ცხობა ბავშვობაშივე დავიწყე, ალბათ, 8 წლის ვიქნებოდი და ყოველთვის მსიამოვნებდა, მაგრამ ბოლო წლებია, მთლიანად შევიშალე ამ საქმეზე!“ – ამბობს ნაომი.

cupcakesfromnaomifriday6

„ასეთ შედეგს უამრავი შეცდომისა და ჩავარდნის შემდეგ მივაღწიე – მთავარია, მოთმინების უნარი გქონდეს და ადრე თუ გვიან, ყველაფერი გამოგივა. თუმცა უმთავრესი მომენტი მაინც ინგრედიენტებია – საუკეთესო გემოს კარაქი, რძე, კვერცხი და შენი  ქაფქეიქები უგემრიელესი გამოვა!“

cupcakesfromnaomifriday4cupcakesfromnaomifriday3

„ნამცხვრებს თავიდან მეგობრების დაბადების დღეებისა და განსაკუთრებული დღესასწაულებისთვის ვაკეთებდი, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს დაბადების დღეები და დღესასწაულები ლამის ყოველ კვირას იყო! ამიტომ გადავწყვიტე, საკუთარი ბიზნესი წამომეწყო. ბოლოს და ბოლოს, ჩემმა მეგობარმა „ქაფქეიქების ნინძაც“ კი შემარქვა! დღისით სტუდენტი ვიყავი, ღამით ნინძა“.

cupcakesfromnaomifriday9

ნაომი ქაფქეიქის დიზაინს თავად ქმნის. „რადგანაც პროფესიით პროგრამისტი ვარ, ჩემ ირგვლივ სულ ბიჭები არიან და ბოლოს და ბოლოს, ყელში ამოუვიდათ ვარდისფერი ქაფქეიქები ყვავილებითა და ცისარტყელებით. ამიტომ გადავწყვიტე, რამე უფრო საინტერესო გამეკეთებინა. მაგალითად. სუპერ მარიო, ლეგო, რობოტები… ხანდახან საინტერესო იდეების საპოვნელად გუგლშიც „ვიქექები“.

cupcakesfromnaomifriday

ყველაზე მეტად ვანილის ქაფქეიქის ცხობა (და ჭამა) მიყვარს – სწორი, ფუმფულა ზედაპირი აქვს და დეკორირებისთვის ყველაზე მოსახერხებელია. როცა 25 წლის გავხდი, დაბადების დღის წვეულება 80-იანი წლების ნოსტალგიას მივუძღვენი და 80 ქაფქეიქი გავაკეთე ანიმაციური გმირების გამოსახულებით. ყველას შეეძლო იმ გმირის აღება, რომელიც უყვარდა. მგონი, ყველაზე მეტად, ხალხს სწორედ მულტფილმების გმირების სახიანი ქაფქეიქები მოსწონს“.

cupcakesfromnaomifriday1cupcakesfromnaomifriday5