1

Milestii Mici – ღვინის მიწისქვეშა ქალაქი

3-183

ღვინის მარანს Milestii Mici, რომელიც  მოლდოვის დედაქალაქის, კიშინიოვის აღმოსავლეთით, იმავე სახელწოდების დასახლებაში მდებარეობს, გარეგნულად დანარჩენი მარნებისგან ვერაფრით გამოარჩევთ, მაგრამ რეალურად განსხვავება მაინც არის: Milestii Mici ყველაზე დიდი ღვინის მარანია ევროპაში.

1

ეს ადგილი არა თავისი დიზაინითაა გამორჩეული და არაჩვეულებრივი, არამედ ღვინის შთამბეჭდავი კოლექციით, რომელსაც „ოქროს კოლექციასაც“ უწოდებენ.

მარანი გინესის რეკორდების წიგნშიც არის შეტანილი, როგორც ევროპაში ღვინის ყველაზე დიდი კოლექციის საცავი. Milestii Mici-ში ღვინის დაახლოებით 2 მილიონი ბოთლი ინახება, რომელთაგან 1,5 მილიონი საკოლექციო ეგზემპლარია.

4-177

Milestii Mici-ს კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის: ევროპის ღვინის მარნებს შორის ის ყველაზე დიდია ფართობის თვალსაზრისითაც. სარდაფების კომპლექსის სიგრძე 250 კილომეტრია, საიდანაც ჯერჯერობით მხოლოდ 120 კილომეტრია ათვისებული. შესაბამისად, ღვინის კიდევ უფრო მეტი ბოთლის შესანახად აქ საკმარისზე მეტი ადგილია.

2-229

ღვინის უზარმაზარ ქალაქში შესვლისას ნებისმიერი დაიბნევა – ძალიან რთულია ამ უამრავ ჩახლართულ ლაბირინთსა და გასასვლელში სწორი გზის პოვნა, რომ აღარაფერი ვთქვათ რომელიმე კონკრეტული ღვინის ბოთლის მოძებნაზე… თუმცა ცხადია, მარნის ადმინისტრაციას აქვს კარტოთეკა, სადაც ღვინოები ხარისხისა და წარმოშობის ადგილის მიხედვითაა დაჯგუფებული.

7-155

6-165

5-172

8-142

9-127