1debbiegoardrealisticcakefriday

დები გოარდის რეალისტური ტორტები

დები გოარდი (Debbie Goard) არა მხოლოდ კონდიტერია, არამედ დიზაინერიც, რომელიც არაჩვეულებრივად რეალისტურ ტორტებსა და ნამცხვრებს ამზადებს.

debbiegoardrealisticcakefriday

სან ფრანცისკოში მას აქვს საკონდიტრო Debbie Does Cakes (დები აკეთებს ტორტებს).  ტორტებისა და ნამცხვრების შეკვეთა მის ოფიციალურ ვებსაიტზე (debbiedoescakes.net) შეიძლება, სადაც შეკვეთის პროცესის დეტალური ინსტრუქციაა მოცემული.

„ხარისხის უზრუნველსაყოფად მე შეკვეთების ლიმიტირებას ვახდენ და იმისთვის, რომ თქვენი იდეის განხორციელება გარანტირებული იყოს, გთხოვთ, თადარიგი რაც შეიძლება ადრე დაიჭიროთ“, – ამბობს დები.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში დები გოარდი თავის ხელობას თუ ხელოვნებას მუდმივად ხვეწდა – მან ათასობით გამაოგნებელი ტორტი შექმნა.

10debbiegoardrealisticcakefriday

რა თქმა უნდა, ამ საქმეს მისთვის ყოველთვის დიდი სიამოვნება მოჰქონდა – თავიდან მხოლოდ ჰობი იყო და სერიოზულ საქმიანობადაც არ განიხილებოდა. მით უმეტეს, საკონდიტრო ბიზნესის წამოწყება არ მოსვლია აზრად.

9debbiegoardrealisticcakefriday

მაგრამ ბევრმა შემთხვევამ, როცა მისი მომზადებული ტორტები ხალხს რეალური ობიექტი ეგონა, დები გოარდი მიახვედრა, რომ თავისი ცხოვრების საქმე იპოვა.

მისმა შექმნილმა ტორტმა – ნატურალურმა ზომის ჩიხუახუამ რესტორნის მეპატრონის გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია: რა ჯანდაბას აკეთებს ეს ძაღლი ჩემს მაგიდაზე? – იყვირა მან.

1debbiegoardrealisticcakefriday

დების თქმით, მისი სამუშაოს უდიდესი ნაწილი უცნაური და ორიგინალური შეკვეთების შესრულებაა. წელს მან ტორტების გამოფენაც კი მოაწყო, რომელთა სიუჟეტებიც სხვადასხვა ფილმის, ანიმაციისა და რომანების საფუძველზე იყო აგებული.

8debbiegoardrealisticcakefriday

გამოფენა მეტად წარმატებული გამოდგა, ის ათასობით ადამიანმა მოინახულა და ყველა აღაფრთოვანა როგორც  დების საკონდიტრო ნაწარმის რეალისტურობამ, ისე თავად კონდიტერის ფანტაზიამ და ოსტატობამ.

2debbiegoardrealisticcakefriday3debbiegoardrealisticcakefriday4debbiegoardrealisticcakefriday5debbiegoardrealisticcakefriday6debbiegoardrealisticcakefriday7debbiegoardrealisticcakefriday