11annatheredbentofriday

წარმატების ისტორია: ბენტო AnnaTheRed-ისგან

ბოიფრენდისთვის მომზადებულმა ბენტოებმა AnnaTheRed მსოფლიოში ცნობილი ჩარაბენ-ბლოგერი გახადა.

„იაპონიაში უამრავი ჩარაბენ (charaben არის ბენტო, რომელზეც გამოსახულია ადამიანის ან ცხოველის სახე) ბლოგია. ბენტოს მზადება იქ ისევე პოპულარულია, როგორც, მაგალითად, ქარგვა. დამიჯერეთ, ჩემი ბენტოები არაფერია მათ მომზადებულთან შედარებით“, – ამბობს AnnaTheRed.

1annatheredbentofriday

AnnaTheRed – ამ სახელით იცნობს მას ყველა, რადგან ნამდვილი სახელის აფიშირებას არსად აკეთებს. AnnaTheRed იაპონიიდან ნიუ იორკში 15 წლის ასაკში გადასახლდა.

საკუთარ თავს „ზარმაც ბენტომეიქერს“ უწოდებს – ბენტოებს მხოლოდ ბოიფრენდისთვის ამზადებს.

11annatheredbentofriday

„როდესაც მან ჩემი მომზადებული ბენტო დაინახა, აღტაცებით შესძახა და… უბრალოდ, მომინდა, ასეთი შეძახილი ყოველდღე მომესმინა. პირველი ბენტოს სურათი ახლა ჩემი ბოიფრენდის Flickr-ის გვერდზე დევს და ძალიან მრცხვენია, რადგან პირველ ცდაზე ისეთი არ გამომივიდა, როგორსაც ახლა ვაკეთებ“.

2annatheredbentofriday

„რაც შეეხება თემებს, ისინი  ბოიფრენდის საყვარელი ანიმეებიდან და ფილმებიდან მაქვს აღებული, რადგან სწორედ იგი მიირთმევს ჩემ მომზადებულ ბენტოებს. საერთოდ, ერთნაირი ხასიათი გვაქვს და ერთნაირი რაღაცები მოგვწონს – ანიმე, კომპიუტერული თამაშები და სხვა“.

„აზიურ სანელებლებსა და  ინგრედიენტებს თითქმის არ ვიყენებ, რადგან ნიუ იორკში ვცხოვრობ. ასე რომ, მსგავსი ბენტოების გაკეთება ყველას შეუძლია, ვინც მოინდომებს. ძალიან სახალისო იყო ბენტოს მომზადება იაპონური კამაბოკოს (თევზის ნამცხვარი) ან წყალმცენარეების გარეშე. ერთადერთი, რის გამოყენებაც სასურველია, ესაა იაპონური ან კორეული წებოვანი ბრინჯი“.

4annatheredbentofriday

„ჩემი ბოიფრენდის აღტაცების შეძახილის გარდა ისე არაფერი მახარებს, როგორც ადამიანები, რომლებიც ჩემი ნამუშევრების ნახვის შემდეგ თვითონაც იწყებენ ბენტოების კეთებას. მინდა ყველას დავანახო, რომ ლამაზი საჭმელების მზადება დიდი სიამოვნებაა და თან არც ისე ძნელი, როგორც ზოგს წარმოუდგენია“.

3annatheredbentofriday

„იაპონიაში ჩარაბენ-ბენტოებს დედები შვილებს უმზადებენ სკოლაში ან საბავშვო ბაღში წასაღებად. უამრავი საიტი არსებობს იაპონურ ენაზე, სადაც ბენტოების მზადების პროცესი და მზა ნახელავის სურათები აქვთ დაპოსტილი. მაგრამ მათ სანახავად „ბენტო“ გუგლში იაპონურად უნდა აკრიფო – お弁当“.

5annatheredbentofriday

„Wall-E-ს სენდვიჩის მომზადება ნამდვილი გამოწვევა იყო ჩემთვის, ცოტა გამიჭირდა, მაგრამ როგორღაც შევძელი. განსხვავება ჩემსა და იაპონელების დამზადებულ ჩარაბენ-ბენტოებს შორის ფიგურებშია. მაგალითად მე არ ვამზადებ Pokemon-ს ან Hello Kitty-ს რადგან ჩემს ბოიფრენდს ისინი არ მოსწონს. არც ადამიანების სახეების დამზადება მიყვარს, რაღაცნაირად უხერხული შესაჭმელია“.

7annatheredbentofriday

„ბენტოების ფოტოები პირველად ჩემმა ბოიფრენდმა გამოაქვეყნა  თავის Flickr-ის ექაუნთზე და უცებ გავხდი პოპულარული, თან Kickintheheadcomic-ის გელფრენდის სახელით! შემდეგ ის მთელი დღე ეძებდა გუგლში საიტებს, რომლებზეც ჩემი ნამუშევრები იყო დაპოსტილი. ძალიან სახალისო იყო…“

6annatheredbentofriday

მე ძალიან ზარმაცი ვარ და საშინლად მეზარება თვითრეკლამის გაკეთება, მაგრამ შემდეგ ისეთი დიდი ინტერესი გაჩნდა ჩემი ბენტოების მიმართ, იძულებული გავხდი, ბლოგი გამეკეთებინა. ახლა ჩემს ბოიფრენდს ეძახიან AnnaTheRed’s boyfriend-ს.

AnnaTheRed-ის იღბლიანი ბოიფრენდი (რომელიც ასევე არ ამხელს ნამდვილ სახელს): „ერთადერთი პრობლემა რაც მაქვს, ისაა, რომ უამრავი ადამიანი მწერს და მოითხოვს ჩემგან AnnaTheRed-ზე დაქორწინებას. მწერენ, რომ ყველაზე იღბლიანი ბოიფრენდი ვარ, რადგან ასეთ ბენტოებს მიმზადებენ. მაგრამ მე ყოველთვის იღბლიანად და ბედნიერად ვგრძნობდი თავს – მაშინაც, სანამ ჩემი გელფრენდი ბენტოების მომზადებას დაიწყებდა“.

8annatheredbentofriday9annatheredbentofridayannatheredbentofriday10annatheredbentofriday

AnnaTheRed-ის საიტის მისამართია: AnnaTheRed.com