5-teft

ტეფტელები პომიდორი ჩერით

7-teft

ტეფტელების წარმოშობის ისტორია

კერძი ხორცის ან თევზის ფარშისგან სხვადასხვა დამატებებითა და სანელებლებით პრაქტიკულად ყველა ქვეყნის სამზარეულოში მოიძებნება. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, შვედეთში მსგავსი კერძი ტრადიციულადაც მიიჩნევა.

2-teft

რაც შეეხება ხორცის გუფთებს – ტეფტელებს, მათ წინაპრად შეიძლება მივიჩნიოთ თურქული კერძი კიუფტა, რომელსაც ასევე ბურთის ფორმა აქვს, მზადდება ხორცის ფარშისა და ჩირისგან.

კულინარიის ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ სწორედ თურქული ნაციონალური სამზარეულოს ეს რეცეპტი თავიდან ბალკანეთის, შემდეგ კი ავსტრიულ სამზარეულოში მოხვდა. იქიდან კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და თითოეული ქვეყნის კულინარიულ თავისებურებებს მიესადაგა.

ტეფტელებისა და კატლეტის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მათში სხვადასხვა ბოსტნეულისა და მარცვლეულის დანამატებია. გარდა ტრადიციული ბრინჯისა, ტეფტელები შეიძლება მომზადდეს წიწიბურით, შვრიით, კარტოფილით ან ჩირით (ძირითადად, ქლიავის ჩირით). ყველაზე გემრიელი გამოდის ღორის ფარშით, თუმცა, ფარში შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ხორცის ნარევიც.

ტეფტელების ამოსავლებად იყენებენ ჩვეულებრივ საფანელს, ასევე ბრინჯის, სიმინდის ან ხორბლის ფქვილს. ხშირად ტეფტელებს კი არ წვავენ, არამედ აცხობენ სქელ სოუსში, რომელთან ერთადაც მიაქვთ  სუფრასთან.

3-teft

თუმცა ბევრ ქვეყანაში ტეფტელებს ჯერ ტაფაზე ბრაწავენ, შემდეგ კი სოუსთან ერთად ხარშავენ ღრმა ტაფაში.

5-teft

ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, მექსიკაში ტეფტელის ტიპის კერძს წინასწარ მოხარშულ ლობიოს მარცვლებთან, წიწაკასთან და ტკბილი სიმინდის მარცვლებთან ერთად აცხობენ.

1-teftასევე გავრცელებულია ტეფტელების ბურგერის შიგსართად გამოყენებაც ყველთან და ცოცხალ ხახვთან ერთად.

6-teft

ინგრედიენტები:

  • ღორის ან შერეული ფარში 500 გრამი
  • 1 საშუალო ზომის სტაფილო
  • 1 დიდი ხახვი
  • 80 გრ. მრგვალი ბრინჯი
  • 2 კვერცხი
  • 5 ს.კ. ტომატის პასტა
  • 4 ს.კ. არაჟანი
  • 14-15 პომიდორი ჩერი
  • 50 მლ. მდუღარე წყალი
  • ზეთი
  • შავი პილპილი
  • მარილი.

მომზადება:

გახეხეთ სტაფილო მსხვილად, დაჭერით ხახვი წვრილად და მოშუშეთ ერთად.

მოხარშეთ ბრინჯი 20-25 წუთის განმავლობაში მარილიან  წყალში, შემდეგ გადაწურეთ თუშფალანგზე და დაასხით ცივი წყალი.

ფარშს შეურიეთ კვერცხი, მომზადებული მოშუშული ბოსტნეული და ბრინჯი (ბრინჯი უნდა იყოს ფარშის მესამედი ნაწილი)

დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი (სასურველია ახლად დაფქვილი) და ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში.

გააკეთეთ პატარა მრგვალი გუფთები – ტეფტელები.

გაახურეთ ტაფა, დაასხით მცენარეული ზეთი და შებრაწეთ ტეფტელები ორივე მხრიდან.

ჩაალაგეთ შემწვარი ტეფტელები და პომიდორი ჩერი ცეცხლგამძლე ფორმაში.

მოამზადეთ სოუსი: აურიეთ ერთმანეთში ტომატის პასტა და არაჟანი, დაუმატეთ ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი, მარილი და პილპილი.

სოუსი დაასხით ტეფტელებსა და პომიდორს, გამოაცხვეთ ძალიან ნელ ცეცხლზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

ტეფტელებს შეიძლება მოაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი ან ოხრახუში და მიირთვათ, როგორც დამოუკიდებელი კერძი (წვენითურთ).

4-teft

შეგიძლიათ სუფრასთან მიიტანოთ კარტოფილის პიურეს ან მარილში მოხარშული ბრინჯის გარნირთან ერთად.

9-teft

გარნირის ფუნქცია ასევე შეიძლება შეასრულოს სპაგეტიმ ან სხვადასხვა ტიპის პასტამ.

8-teft